მედიაწიგნიერების ოლიმპიადა
კომუნიკაციების კომისია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დეზინფორმაციასთან გამკლავების გზების ძიების წახალისების მიზნით აცხადებს პირველ „მედიაწიგნიერების ოლიმპიადას“. კონკურსი განკუთვნილია მასწავლებლისა და მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდებისათვის და ორ კატეგორიას (I-V და VI-XII კლასები) მოიცავს. მონაწილეებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას - „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?“ და ნამუშევრები წარმოადგინონ ჩამოთვლილთაგან...
ComCom-მა „ტვ პირველს“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერიდან ამოღების გამო...
კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივარი დააკმაყოფილა და ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც მაუწყებლებმა ეთერიდან ამოიღეს. თავდაპირველად ტელევიზიებმა ვიდეო-რგოლი ეთერში განათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში ორივე მაუწყებელმა აღნიშნული რეკლამა...
ComCom-მა 4 არხს ოქმი შეუდგინა, თუმცა, სასამართლოს მაუწყებლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების...
კომუნიკაციების კომისიამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” საჩივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის, “მთავარი არხის”, “ტელეკომპანია პირველისა” და “ფორმულას” წინააღმდეგ დააკმაყოფილა, ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, თუმცა სასამართლოს მაუწყებლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს. საქმის პრეცედენტულობიდან გამომდინარე კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლები არ უნდა...
ComCom-მა 11 მაუწყებლის წინააღმდეგ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიების: „მთავარი არხი“, „ფორმულა“, „ტელეკომპანია პირველი“, „ტელეიმედი“, „რუსთავი2“ („მედია ჰოლდინგი“), „სტუდია მაესტრო“, „პოსტვ“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო”, „სილქ მედია“ და „ილიონი“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური...
ComCom-მა „მთავარი არხს“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამო სამართალდარღვევის ოქმი...
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივარი დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც „მთავარმა არხმა” ეთერში არ განათავსა. ვიდეო-რგოლის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად „მთავარმა არხმა” კანონმდებლობის შესაძლო დარღვევა დაასახელა. ტელეკომპანია მიიჩნევს, რომ...
ComCom უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების სწავლებისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამით გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, პარტნიორი უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების საგნის სწავლებისთვის გადაამზადა. სპეციალურად შემუშავებული პროგრამის საფუძველზე, მონაწილეებმა მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგაც, საგნისთვის სილაბუსის შემუშავებას, სალექციო პროცესის წარმართვასა თუ არსებულ კურსებში მედიაწიგნიერების კომპონენტების ინტეგრირებას შეძლებენ. ორდღიან შეხვედრას...
ComCom-მა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კომისია 24 საათიან რეჟიმში, 55-მდე ტელემაუწყებელს დააკვირდება. რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი მედიამონიტორინგი საზოგადოებრივ მაუწყებლებსა და 5 ყველაზე რეიტინგულ არხზე, მათ შორის „ტელეიმედზე“, „რუსთავი 2“-ზე, „პოსტვ“-ზე, „მთავარ არხზე“ და „ტელეკომპანია პირველზე“, საუკეთესო დროს, 19:00-დან 24:00 საათამდე პერიოდში...
ComCom-მა „აჭარასპორტ.ტვ“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „აჭარასპორტ.ტვ“ წილების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისების გამო წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება 2024 წლის 3 მარტს განხორციელებულ ტრანზაქციას, რომლის მიხედვითაც შეიცვალა „აჭარასპორტ.ტვ“-ს ბენეფიციარი მესაკუთრის შუა რგოლი, კერძოდ, „აჭარასპორტ.ტვ“-ს 100%-იანი წილის მფლობელის „აჭარა ქომმის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება და კომპანიის პარტნიორი „სითი ლოფტის“ ნაცვლად 100%-იანი...
კომპანიების ათეული, რომლებიც 2024 წლის II კვარტალში ტელევიზიებს რეკლამაში ყველაზე მეტს უხდიდნენ
2024 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 17.9 მილიონი ლარი მიიღეს. კომუნიკაციების კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“ „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“, „პოსტვ“-ის, „ფორმულას“, „ტვ პირველისა“ და „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ის დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტი გადაუხადეს. 2024 წლის II...
2024 წლის II კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი შემცირდა, რადიოების კი გაიზარდა
2024 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავლები, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12.7%-ით შემცირდა და 20 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო, მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 17.9 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით ნაკლებია. საგულისხმოა, რომ ტელევიზიებისთვის 2024 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 67.6%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, ხოლო 17.5% პროდუქტის...