2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 64%-ით გაიზარდა და 27 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 72.7%-ით გაიზარდა და 25.6 მილიონ ლარს გაუტოლდა.
ტელემაუწყებლებისთვის 2026 წლის I კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 87.4%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 7.6% - პროდუქტის განთავსებამ, ხოლო 4.9% - სპონსორობამ დააგენერირა. შემოსავლის 0.03% და 0.01% კი განცხადებებისა და ტელეშოპინგიდან იყო მიღებული.
მხოლოდ რადიომაუწყებლების შემთხვევაში, 2026 წლის I კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 15%-ით შემცირდა და 1.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 90.2%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, 9.1% - სპონსორობამ, 0.6% კი - განცხადებებმა.
შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.
