ყველა სიახლე
დეკემბერი
31, 2020
15:53

ბავშვებისთვის შეუფერებელი პროგრამის კანონდარღვევით განთავსების გამო კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 2500...

დეკემბერი 31, 2020 15:53

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო 2500 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის შეუსაბამო დროს და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება გახდა. ამას გარდა, „ფორმულას“ დაევალა დაიცვას ბავშვის უფლებათა კოდექსი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და უზრუნველყოს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ეთერში...

დეკემბერი
31, 2020
14:41

კომუნიკაციების კომისიამ უფასო პოლიტიკური რეკლამის დაბლოკვისთვის „მთავარი არხი“ გააფრთხილა

დეკემბერი 31, 2020 14:41

კომუნიკაციების კომისიამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა და „მთავარ არხს“ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება მისცა. „მთავარმა არხმა“ პარტია „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურის დროს უარი უთხრა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, რითიც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია. აღსანიშნავია, რომ...

დეკემბერი
30, 2020
17:10

კახა ბექაური: უარი უნდა ვთქვათ უხამსობაზე, სიძულვილის ენაზე და დავნერგოთ დასავლური ღირებულებები,...

დეკემბერი 30, 2020 17:10

„საქართველოში დღეს 100-ზე მეტი ტელევიზია გვაქვს, ძალიან პლურალისტურია მედიაგარემო, ეს ჩვენი საზოგადოების საერთო მონაპოვარია. თუმცა, ამ მრავალფეროვნებაში, სამწუხაროდ, გაჯერებულია მედიასივრცე ნაკლებად პროფესიული, დაბალი სტანდარტების, ყალბი ახალი ამბების, სიძულვილის ენით, მუქარით, შეურაცხყოფებით, უხამსობით. ამ მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი  გამონაკლისია, ეს დადასტურდა საარჩევნო კამპანიის დროს კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგებითაც. საზოგადოებრივი...

დეკემბერი
30, 2020
14:31

ComCom დაიჯესტი - კომუნიკაციების კომისია 2020 წლის მუშაობის შედეგებს აქვეყნებს

დეკემბერი 30, 2020 14:31

კომუნიკაციების კომისია 2020 წლის შემაჯამებელ ComCom დაიჯესტს აქვეყნებს, სადაც გასული წლის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, პროექტები, დანერგილი ინოვაციური სერვისები და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე განვითარებული მოვლენებია შეჯამებული. 2020 წელმა პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა სატელეკომუნიკაციო ბაზრის ეფექტური და გამართული მუშაობის მნიშვნელობა, რაშიც სფეროს რეგულატორს უდიდესი წვლილი მიუძღვის. 2020 წლის წარმატებული მუშაობის შედეგები ქვეყნის გარეთ,...

დეკემბერი
24, 2020
17:18

კომუნიკაციების კომისია: წინასაარჩევნო პერიოდი მიუკერძოებლად და ჟურნალისტური სტანდარტების სრული დაცვით...

დეკემბერი 24, 2020 17:18

კომუნიკაციების კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნების მედიამონიტორინგის მესამე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მეორე ტურის 1-21 ნოემბრის საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზს მოიცავს. სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში ჩატარებული ანგარიშების მსგავსად, არჩევნების მეორე ტურს სტანდარტების დაცვით  საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“ და აჭარის ტელევიზია აშუქებდა, „იმედი“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ კი...

დეკემბერი
23, 2020
10:33

ინფორმირებული მოქალაქე, ინფორმირებული არჩევანი: Mediacritic.ge-ს პლატფორმით ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე...

დეკემბერი 23, 2020 10:33

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ინიციატივით შარშან შეიქმნა პლატფორმა  Mediacritic.ge, რომელმაც საზოგადოებასა და მედიას შორის გზამკვლევის ფუნქციის შესრულება იტვირთა. მედიაკრიტიკის მიმართულების განვითარების მიზნით გადადგმული ეს უპრეცედენტო ნაბიჯი ბოლო ერთი წელია, ემსახურება საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების დონის ამაღლებას, მოქალაქეების სწორად ინფორმირებასა და, შესაბამისად, ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. ამის გამოძახილია პლატფორმის ვიზიტორთა რაოდენობა, რომელმაც ამ მოკლე...

დეკემბერი
17, 2020
13:06

წინასაარჩევნოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „მთავარმა არხმა“ მიიღო

დეკემბერი 17, 2020 13:06

წინასაარჩევნოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავალი - 4,270,075 ლარი „მთავარმა არხმა“ მიიღო. აღნიშნული კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა. „მთავარ არხზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფმა წუთში საშუალოდ 5,583 ლარი შეადგინა. ამავე არხზე ფასიანი პოლიტიკური დროის 66.2% „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეთმო, რაც არხის შემოსავლების...

დეკემბერი
17, 2020
11:04

წინასაარჩევნოდ მაუწყებლებმა დაახლოებით 62.5 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს

დეკემბერი 17, 2020 11:04

კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა, რომ მაუწყებლებმა წინასაარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში თითქმის 30,000 წუთი დაუთმეს. აღნიშნულ დროში მაუწყებლებს რომ თანხა ფასიანი რეკლამის პირდაპირპროპორციულად მიეღოთ, მათი შემოსავალი ჯამში დაახლოებით 62.5 მილიონი ლარით გაიზრდებოდა. რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, მაუწყებლების მიერ წარმოდგენილი...

დეკემბერი
17, 2020
10:50

2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი

დეკემბერი 17, 2020 10:50

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებული არიან წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გამოყოფილი საეთერო დროის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების  კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია, თუ რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი...

დეკემბერი
12, 2020
11:39

კომუნიკაციების კომისია: სიტყვის თავისუფლების სახელით უხამსობისა და გინების ტირაჟირება, სწორედ გამოხატვის...

დეკემბერი 12, 2020 11:39

არასამთავრობო სექტორის ნაწილი მაუწყებლების მიერ ეთერში უხამსობისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას გამოხატვის თავისუფლებად აფასებს, უფრო მეტიც, მათი განცხადებით  გინებისა და უხამსობის რეგულირების შემთხვევაში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. ამასთან ისინი საქართველოს კანონმდებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ცალსახად აღვნიშნავთ, რომ 7 დეკემბრის განცხადების გავრცელებით...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები