წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
ივლისი
10, 2025
12:16

„მაგთიკომმა“ ტარიფის გაძვირების შესახებ გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად წარმოადგინა

ივლისი 10, 2025 12:16

კომპანია „მაგთიკომის“ მიერ ნახევარ მილიონამდე აბონენტისთვის ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებაზე ფასის გაზრდის გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს. „მაგთიკომის“ განცხადებით, 2025 წლის 1 აგვისტოდან, იმ მომხმარებლებს, რომლებიც  50 მბ/წმ-იანი  ფიქსირებული ინტერნეტით ან ინტერნეტი + IPTV მომსახურებით სარგებლობენ, მომსახურების ტარიფი 3 ლარით გაუძვირდებათ. ეს ცვლილება კი ComCom-ის ინფორმაციით საქართველოს მასშტაბით 496,168 აბონენტს შეეხება. კომპანიის მხრიდან ტარიფის გაზრდა...

ივლისი
08, 2025
14:35

ComCom-ის წარმომადგენლებმა საერთაშორისო კონფერენცია „Capacity Eurasia 2025“-ში მიიღეს მონაწილეობა

ივლისი 08, 2025 14:35

კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე და ComCom-ის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი, ეკატერინე სიჭინავა, სტამბოლში გამართულ „Capacity Media”-ის საერთაშორისო კონფერენციას - „Capacity Eurasia 2025“ - დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, ComCom-ის წევრმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „ორი კონტინენტის დამაკავშირებელი ახალი ციფრული ჰაბები“, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებს გააცნო საქართველოს...

ივლისი
02, 2025
10:49

ComCom-ის მედიააკადემიაში სემინარი „ბრენდმედია: შექმნისა და განვითარების სტრატეგიები“ ჩატარდა

ივლისი 02, 2025 10:49

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, PR-ისა და კორპორაციული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებულებისთვის, ასევე ამ მიმართულებით დაინტერესებული პირებისა და სტუდენტებისთვის სემინარი „ბრენდმედია: შექმნისა და განვითარების სტრატეგიები“ გაიმართა. სემინარს  ჟურნალისტი და მედიასთან კომუნიკაციის სპეციალისტი თეა სხიერელი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა. სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ, თუ რა მიზნით და როგორ...

ივნისი
30, 2025
15:16

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის ციფრული მარკეტინგის შესახებ სემინარი ჩატარდა

ივნისი 30, 2025 15:16

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპერებისთვის ციფრული მარკეტინგის შესახებ სემინარი „სტარტაპ მარკეტინგი: ზრდის სტრატეგიები“ ჩატარდა, რომელსაც ციფრული მარკეტერი და AdMagica-ს თანადამფუძნებელი, გიგი კურტანიძე გაუძღვა. აღსანიშნავია, რომ AdMagica მედიალაბის კონკურსის - „იდეადრომის“ გამარჯვებულია და წარმოადგენს AI-ზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც ციფრული არხებისთვის ავტომატიზებულ და ეფექტურ სარეკლამო ვიზუალებს ქმნის. შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა ისეთი...

ივნისი
27, 2025
14:25

აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

ივნისი 27, 2025 14:25

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის  ხელმისაწვდომი გახდება. კომუნიკაციების კომისიამ, 5G-ის დასანერგად მესამედ ჩატარებულ აუქციონში, N1 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად „სილქნეტი“ გამოაცხადა. აღნიშნული ლოტის საფასურმა ჯამურად 48 802 257 ლარი შეადგინა. ოპერატორს სრული თანხის 30%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის შემდეგ 700 მჰც და 3400-3800 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზია მიენიჭება. დარჩენილი 70% კი კომპანიამ...

ივნისი
26, 2025
16:39

ComCom-მა თსუ-ს და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა

ივნისი 26, 2025 16:39

ComCom-მა ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროპის უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი გაუძღვა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა მედიაწიგნიერების არსი და მისი როლი თანამედროვე სამყაროში; დეზინფორმაციის შექმნისა თუ გავრცელების შესაძლო მოტივები;...

ივნისი
26, 2025
15:20

ComCom-მა „სეზონი ტვ“ ეთერში უცენზურო ლექსიკის გამოყენებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

ივნისი 26, 2025 15:20

კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის 2500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, ComCom-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მაისში და ივნისში, 21:00 საათზე, „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში გადიოდა გადაცემა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“, რომელიც შეიცავდა შეურაცხმყოფელ  ლექსიკას - ერთ შემთხვევაში მიწვეული სტუმრის, მეორე შემთხვევაში კი წამყვანის...

ივნისი
24, 2025
15:54

ComCom-ის წევრმა ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო

ივნისი 24, 2025 15:54

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, მონაწილეობა მიიღო ჟენევაში გამართულ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) საბჭოს სხდომაში, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები. გარდა ამისა, ღონისძიება დაეთმო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, როგორებიცაა: 2024 წლის ITU-ს წლიური ანგარიში ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმის შესახებ; 2025 წლის მსოფლიო ტელეკომუნიკაციების განვითარების...

ივნისი
24, 2025
14:52

ComCom-ის წარმომადგენლებმა სპექტრის მართვის ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ივნისი 24, 2025 14:52

კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, და სპექტრის მართვის ჯგუფის უფროსმა, გიორგი პაპავამ, ბრიუსელში გამართულ სპექტრის მართვის რიგით მე-20 ევროპულ კონფერენციაში (ESMC) მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ევროპული ციფრული ქსელების ინიციატივა (Digital Networks Act); GSO/NGSO თანამგზავრული სისტემების თანაარსებობა; 7.125–8.5 გჰც დიაპაზონის სამომავლო გამოყენება; მობილური...

ივნისი
24, 2025
14:00

2025 წლის I კვარტალში ტელევიზიების ტოპ დამფინანსებლების ათეული

ივნისი 24, 2025 14:00

2025 წლის I კვარტალში, ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14.8 მილიონი ლარი მიიღეს. ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „პოსტვ“-ის, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტს უხდიდნენ. „ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთ კომპანიას, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებელს 500...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები