წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
აგვისტო
27, 2024
17:00

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 85 მასწავლებელი გადაამზადა

აგვისტო 27, 2024 17:00

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით 85 მასწავლებელი მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ ბიბილაშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს სპეციალურად მედიაწიგნიერების სწავლებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო სტანდარტი და სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ გააცნო. გადამზადებული მასწავლებლები ახალი სასწავლო წლიდან შეძლებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის...

აგვისტო
22, 2024
16:14

ComCom-მა „ობიექტივი“ პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელებისთვის გააფრთხილა

აგვისტო 22, 2024 16:14

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო ტელეკომპანია „ობიექტივი“ წერილობით გააფრთხილა. ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში მაუწყებელმა აღნიშნული ტიპის რეკლამები ეთერში მრავალჯერადად განათავსა. კერძოდ, ვიდეორგოლებში პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები და სხვა პირები საუბრობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა პენსიები, უცხოელებზე მიწის...

აგვისტო
16, 2024
12:13

ComCom-მა მაუწყებლებისთვის წინასაარჩევნო გაშუქებისას კანონის დაცვის მიზნით გზამკვლევი გამოაქვეყნა

აგვისტო 16, 2024 12:13

კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას კანონმდებლობის დაცვის მიზნით, მაუწყებლებისთვის საარჩევნო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით გზამკვლევი გამოაქვეყნა. გზამკვლევის მიზანია, მაუწყებლებისთვის მკაფიო და განჭვრეტადი გახადოს ის საკითხები, რომლებიც არჩევნების გაშუქებისას საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს. გამოქვეყნებული დოკუმენტი საინფორმაციო-სარეკომენდაციო ხასიათისაა და მაუწყებლებს დაეხმარება მათი საქმიანობის...

აგვისტო
15, 2024
16:46

ComCom-მა პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის „მთავარი არხი“ 2500 ლარით დააჯარიმა,...

აგვისტო 15, 2024 16:46

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2500 ლარით დააჯარიმა, ხოლო „პოსტვ“ წერილობით გააფრთხილა. ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ივლისში მაუწყებლებმა ეთერში ვიდეორგოლები განათავსეს, რომლებიც პოლიტიკურ რეკლამას განეკუთვნებოდა, კერძოდ:  „მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლებში, ...

აგვისტო
14, 2024
15:10

ComCom-მა 80 მასწავლებელი ახალი სემესტრიდან მედიაწიგნიერების სწავლებისთვის გადაამზადა

აგვისტო 14, 2024 15:10

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, მედიაწიგნიერების სწავლებისთვის შექმნილი სასწავლო მოდულის გამოყენებით 80 მასწავლებელი გადაამზადა, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან საგნის არჩევას შეძლებენ. შეხვედრებს მედიაწიგნიერების მკვლევარი და მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს ავტორი, ნატალია ინგოროყვა გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტისა და სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილების“ შესახებ დეტალური...

აგვისტო
09, 2024
17:40

ComCom-ი 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონს მეორედ აცხადებს

აგვისტო 09, 2024 17:40

კომუნიკაციების კომისია მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის - 5G-ის დასანერგად  აუქციონს  უკვე მეორედ აცხადებს. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიებს მეორედ აძლევს შესაძლებლობას აუქციონში მონაწილოება მიიღონ და დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“...

აგვისტო
08, 2024
18:19

ComCom-მა პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის „ალტ ინფო“ დაასანქცირა

აგვისტო 08, 2024 18:19

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო ტელეკომპანია „ალტ ინფო“ წერილობით გააფრთხილა. ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ივლისში მაუწყებელმა ეთერში ვიდეორგოლი განათავსა, რომელიც პოლიტიკურ რეკლამას განეკუთვნება.  კერძოდ, „ალტ ინფოს“, ეთერში გავიდა ვიდეორგოლი, სადაც „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, „ქართული...

აგვისტო
08, 2024
17:57

დომაგო იურიევიჩი: ComCom-ის გადაწყვეტილება ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისთვის გადადგმული ნაბიჯია,...

აგვისტო 08, 2024 17:57

„კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება არის ქართულ ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი.“ – აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით განხორციელებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ ბაზრის კომპლექსური კვლევის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ევროკავშირის ექსპერტმა დომაგო იურიევიჩმა გააკეთა.   დომაგო იურიევიჩის თქმით როგორც მობილური, ისე ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის შესწავლა ევროკავშირის ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიისა და საუკეთესო...

აგვისტო
08, 2024
17:25

ComCom-მა „მაგთიკომს“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე შეზღუდული კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით...

აგვისტო 08, 2024 17:25

კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის კომპლექსურ კვლევასა და კვლევაში ჩართული ევროკავშირის ექსპერტების დასკვნებზე დაყრდნობით, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო და ბაზარზე არსებული შეზღუდული კონკურენციის გამოსწორებისა და ბაზრის გახსნის მიზნით, მას რამდენიმე სპეციფიკური ვალდებულება დააკისრა.  „მაგთიკომი“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორი ვალდებულია საკუთარი ქსელი სხვა ოპერატორებს შესაბამისი საფასურის...

აგვისტო
08, 2024
16:47

ComCom: წინასწარი რეგულირების გარეშე ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე არაკონკურენტული გარემო არ შეიცვლება

აგვისტო 08, 2024 16:47

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად დაასახელა და დაადგინა, რომ კომპანიას აღნიშნულ ბაზარზე როგორც აბონენტებით, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით მნიშვნელოვნად  დომინანტური პოზიცია უკავია. ComCom-მა გადაწყვეტილება ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიიღო.  კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, რომლის...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები