ComCom-მა მარტვილში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპი დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ მარტვილის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ComCom-ის წარმომადგენლები მერის რწმუნებულებს შეხვდნენ და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის შემდეგ მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც „ციფრული წიგნიერებისა“ და „ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების“ თემებს ეხებოდა. ტრენინგი თეორიული ნაწილის გარდა, ინტერაქციული იყო და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა.
კომუნიკაციების კომისია მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრენინგებს დამატებით 15 სამიზნე სოფელში ჩაატარებს, მათ შორის: ლექაჯაიეში, პატარა თამაკონში, ალერტში, ბობოთში, ჭაბურთაში, ლექობალეში, დღვანაში, პატარა ინჩხურში, მეორე გურძემში, ლეფოჩხუეში, ორკაში, ლებაჩეში, ნოჯიხევში, სტეფან დაბალისა და ეწერში. აღნიშნულ დასახლებებში 14 წელს ზემოთ ნებისმიერ მცხოვრებს ტრენინგების გავლა უფასოდ შეუძლია. სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. ტრენინგებზე დასასწრებად დაუკავშირდით პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 74 28 48.
2025 წლის ნოემბრიდან მარტვილის მუნიციპალიტეტში კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ უკვე 15 სამიზნე სოფელში განახორციელა, რომლის ფარგლებშიც, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ 56 ტრენინგი ჩატარდა და 900-ზე მეტი ბენეფიციარი გადამზადდა. სემინარები უკვე ჩატარდა შემდეგ სამიზნე სოფლებში: დიდი ჭყონი, დობერაზენი, მეორე გურძემი, მეორე კიწია, მესამე ბალდა, ნაჯახავო, ნახუნავო, ნოღა, ოჩე, პატარა ჟინოთა, საბერულავო, სკურდი, თარგამეული, წინაკვერკვე და ვახა.
