წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
მაისი
06, 2025
10:30

215 მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი“ მეთორმეტედ ჩაატარა

მაისი 06, 2025 10:30

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეთორმეტედ, წარმატებით ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 215-მა მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა. გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 20 ნამუშევრის ავტორს სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებს...

მაისი
02, 2025
11:09

ComCom-მა „ბი ემ ჯი“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

მაისი 02, 2025 11:09

კომუნიკაციების კომისიამ „ბი ემ ჯი“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა.  2025 წლის მარტში, ComCom-მა ჩაატარა არხის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი, რის შედეგადაც, გამოვლინდა პროდუქტის განთავსების წესის დარღვევა. კერძოდ, შპს „ბი ემ ჯი“-ს პროგრამაში  პროდუქტის განთავსება ისე მოხდა, რომ ეს მკაფიოდ არ იყო იდენტიფიცირებული და მაუწყებელმა არ მოახდინა მაყურებლის ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა სახის კომერციული...

აპრილი
28, 2025
15:34

ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი მეათედ გამოაცხადა

აპრილი 28, 2025 15:34

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეათედ გამოაცხადა. კონკურსი აქსელერაციის ერთკვირიან პროგრამას წარმოადგენს და მიზნად ახალბედა ციფრული მეწარმეების აღმოჩენას, მათი იდეების გაუმჯობესებას და პროდუქტად გარდაქმნაში ხელშეწყობას ისახავს. „იდეადრომში“ მონაწილეობა შეუძლიათ სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული კომუნიკაციის, ხელოვნური ინტელექტის, კიბერ-უსაფრთხოების, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით...

აპრილი
24, 2025
10:55

ComCom-მა სენაკის, ჩხოროწყუს და წყალტუბოს მერიის თანამშრომლები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა

აპრილი 24, 2025 10:55

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სენაკის, ჩხოროწყუს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს თანამედროვე საზოგადოებაში მედიაწიგნიერების როლისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. შეხვედრებზე განხილული იყო ინფორმირების, დარწმუნების, ფაქტის,...

აპრილი
22, 2025
10:18

ComCom-ის წარმომადგენლებმა BRAF-ის მე-11 წლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

აპრილი 22, 2025 10:18

კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თინათინ ჭაჭუკაშვილმა და ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელმა, თამარ პოპიაშვილმა,  შავი ზღვის აუზის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ფორუმის (BRAF) მე-11 წლიურ შეხვედრასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიოვიზუალური საბჭოს (ACRA) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.  ფორუმზე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ბავშვთა უფლებების დაცვა...

აპრილი
17, 2025
12:13

ComCom-მა ხონის მერის წარმომადგენლებს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ გააცნო

აპრილი 17, 2025 12:13

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასთან, კერძოდ, მერის მოადგილეებთან და სამიზნე დასახლებების მერის წარმომადგენლებთან პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.  „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 14 წელს ზემოთ, სამიზნე დასახლებებში მცხოვრებ პირებს  შეეძლებათ სრულიად უფასოდ, ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში გადამზადდნენ. სემინარებზე მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან...

აპრილი
14, 2025
12:46

ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპერები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში გადაამზადა

აპრილი 14, 2025 12:46

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „ხელოვნური ინტელექტი და მისი გამოყენება“ ჩატარდა. შეხვედრას Learn Prompting-ის განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, კონსტანტინე კახაძე გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს AI-ის მუშაობის პრინციპებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენების შესახებ გამოცდილება გაუზიარა. სემინარის ფარგლებში, განიხილებოდა თუ რა არის „Prompting” (ხელოვნური ინტელექტისთვის ამოცანის სწორად დასახვა) და რა უნდა ვიცოდეთ მისი...

აპრილი
03, 2025
13:19

ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ ჩხოროწყუსა და წყალტუბოში 1400-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს

აპრილი 03, 2025 13:19

კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ჩხოროწყუსა და წყალტუბოში დასრულდა. ჩხოროწყუში პროგრამა 2024 წლის დეკემბერში, წყალტუბოში კი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ორივე მუნიციპალიტეტიდან ბენეფიციართა რაოდენობამ ჯამში 1400-ს გადააჭარბა. შეხვედრები მიზნად მონაწილეების ციფრული კომპეტენციების ამაღლებას და ისეთი უნარების განვითარებას ისახავდა, როგორიც ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებითა თუ პროგრამებით მიზნობრივად სარგებლობა და სოციალური...

აპრილი
02, 2025
15:00

ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეები გადაამზადა

აპრილი 02, 2025 15:00

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, „თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის“ მერვე კლასის მოსწავლეები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა. საინფორმაციო შეხვედრას ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნინო მაჭავარიანი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს კონკურსის პირობებისა და საკონკურსო ნამუშევრების შექმნის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სემინარის ფარგლებში, მოსწავლეები BBC Academy-ის მასალების...

მარტი
27, 2025
17:20

ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპერები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ გადაამზადა

მარტი 27, 2025 17:20

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპერებისთვის სემინარი „ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ციფრულ ეპოქაში“ ჩატარდა. შეხვედრას 4S-ის დამფუძნებელი და იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, სალომე ჯოჯუა გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს კონკურენტულ გარემოში ინოვაციებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ გამოცდილება გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ სალომე ჯოჯუა არის Edwards Mediation Academy-ის სერტიფიცირებული მედიატორი და საქართველოს მედიაციის ასოციაციის წევრი. შეხვედრის ფარგლებში,...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები