ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 200 მასწავლებელი გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით დამატებით 200 მასწავლებელი მედიაწიგნიერების საგნის სწავლებაში გადაამზადა. შეხვედრები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის კონსულტანტმა და მედიაწიგნიერების ტრენერმა, მანანა ჯინჭარაძემ და ასევე, მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ნატალია ინგოროყვამ ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს მედიაწიგნიერების სწავლებისთვის შემუშავებული საგანმანათლებლო სტანდარტი და...
ComCom-მა „ტელეიმედს“ და „რუსთავი 2“-ს „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევისთვის სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა
კომუნიკაციების კომისიამ „რუსთვი 2“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის, ხოლო „ტელეიმედი“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევებად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. კერძოდ, „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი...
ComCom-ის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ იმართება
კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, თბილისში რიგით მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ იმართება, რომელიც ტელეკომუნიკაციებისა თუ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს, დარგის წამყვან მეცნიერებს, პროფესორებს, მკვლევარებსა და ექსპერტებს შორის ახალ იდეებსა თუ ინიციატივებზე მსჯელობასა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას ემსახურება. ღონისძიება „სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის“ და...
ComCom-მა „ფორმულას“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის კანონდარღვევით მინიჭებისთვის...
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევად სცნო და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. ComCom-ში მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს შემოვიდა „ფორმულას“ წერილი პოლიტიკური გაერთიანების - „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების შესახებ. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს...
ComCom-მა „მთავარ არხს“, „TV პირველს“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევისთვის სამართალდამრღვევად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, აღნიშნული მაუწყებლები მის პოლიტიკურ რეკლამას ეთერში არ ათავსებდნენ. ამასთან, „მთავარმა არხმა“,...
ComCom-ის მიერ 5G-ის დასანერგად მეორედ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას “მაგთიკომი” მიიღებს
კომუნიკაციების კომისიის მიერ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად მეორედ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას მხოლოდ „მაგთიკომი“ მიიღებს. კომპანიამ განაცხადი შემოიტანა ერთ კომბინირებულ ლოტსა და ცალკემდგომ ლოტებზე 700, 800, 3410-3710 და 2600 მჰც დიაპაზონებში. კომბინირებულ ლოტებზე აუქციონები 18 ოქტომბერს, 700, 800, 3410-3710 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში ცალკემდგომ ლოტებზე - 21 ოქტომბერს, ხოლო 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ცალკემდგომ ლოტებზე 22-23 ოქტომბერს...
ComCom-ის მედიააკადემიაში არჩევნების გაშუქების შესახებ ნინო შუბლაძის სემინარი ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „როგორ აშუქებს ახალი ამბების რედაქცია არჩევნებს“ ჩატარდა. შეხვედრას „რუსთავი 2“-ის ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანი ნინო შუბლაძე გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს პოლიტიკური სიახლეების გაშუქების შესახებ საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა. სემინარის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი თემები როგორებიცაა არჩევნების გაშუქების სტრატეგია, ინფორმაციის...
ComCom-მა 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონი გამოაცხადა
კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის - 5G-ის დასანერგად აუქციონი უკვე მეორედ გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო. ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, დანერგონ მე-5 თაობის...
ComCom-ის მედიალაბმა კიბერუსაფრთხოების ფორუმი ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების ფორუმი „ტექ-ტრეკი“ ჩატარდა, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების პოზიციების გაძლიერებასა და ამ მიმართულებით, მათი წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. ღონისძიების ძირითად თემებს ციფრული აქტივების დასაცავად უახლესი მეთოდები, მონაცემთა მართვის ინოვაციური სტრატეგიები და მონაცემთა შენახვისა თუ დამუშავების უსაფრთხო გზები წარმოადგენდა. „ტექ-ტრეკის“ ფარგლებში...
ComCom-მა აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან ერთად საზღვრისპირა სატელეკომუნიკაციო სერვისების მონიტორინგი ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს (MDDT) თანამშრომლებთან ერთად, ტელე-რადიო მაუწყებლობისა და მობილური საკომუნიკაციო ქსელების ერთობლივ საზღვრისპირა მონიტორინგში მიიღეს მონაწილეობა. მოგვიანებით, მხარეებს შორის, ქალაქ განჯაში გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც სასაზღვრო ზონის რადიოსადგურებისა და მობილური ოპერატორების ქსელების ეფექტიანად მუშაობის საკითხების განხილვას დაეთმო. შეხვედრაში...