კახა ბექაური: „მოტივირებული ვართ მედიასთან ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ კანონი ისე აღვასრულოთ -...
„შემიძლია დაგპირდეთ, რომ კანონის აღსრულების ნაწილში, მაქსიმალურად ლოიალური ვიქნებით, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე პრაქტიკა დაინერგება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა აღარ იყოს მედიაში, ჩვენ დაინტერესებული ვართ ისევე, როგორც საზოგადოება და თქვენც, რომ დეზინფორმაცია არ ვრცელდებოდეს და შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი ჩვენი საზოგადოება. არ მოხდეს ფაქტის არასწორად ინტერპრეტირება და არ დამახინჯდეს სპეციალურად, კონკრეტული მოსაზრება არ გასაღდეს ფაქტად და დავიცვათ...
ComCom-მა ხონის მერიის წარმომადგენლები ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხონის მერიის ა(ა)იპების ხელმძღვანელებისთვის ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრა პროგრამის ორი ძირითადი მიმართულების - ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების საკითხებს შეეხო. კერძოდ, მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. „ციფრული მხარდაჭერის...
ComCom-ის მედიააკადემიაში რუსუდან გორგილაძის სემინარი ჩატარდა
ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „რა არის ევროპა?“ ჩატარდა, რომელსაც ფსიქოლოგი რუსუდან გორგილაძე გაუძღვა. რუსუდან გორგილაძე იყო ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი და ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი. ასევე, მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად. რუსუდანი იყო ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის...
შეავსე განაცხადი და ისწავლე ჟურნალისტიკა - ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ რეგისტრაცია სრულდება
ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ განაცხადების მიღება 13 ივლისს სრულდება. ინტენსიური და პრაქტიკული 4 თვიანი კურსი, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ნებისმიერი ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტს, ან კურსდამთავრებულს, აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლოს აღნიშნული პროფესია სრულიად უფასოდ, პროფესიონალი მენტორების დახმარებით. კერძოდ, კურსის ფარგლებში, მონაწილეები სპეციალურად მათთვის შექმნილ ნიუსრუმში დაეუფლებიან ახალი ამბების თხრობას, სატელევიზიო თუ რადიო სიუჟეტების და გადაცემების...
ComCom-მა სომხეთის მარეგულირებელ კომისიაში საზღვრისპირა რადიოსადგურების შესახებ შეხვედრა გამართა
კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა - გიორგი პაპავამ და ზაზა გონჯილაშვილმა - სომხეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელი კომისიის (PSRC) თანამშრომლებთან გამართეს შეხვედრა, რომელიც სომხეთსა და საქართველოს საზღვრისპირა რაიონებში, მოქმედი და პერსპექტიული FM რადიოსადგურების შეუფერხებლად მუშაობის კოორდინაციას ემსახურებოდა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა...
ComCom-ის წარმომადგენლებმა მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის სამთავრობო-საკონსულტაციო...
კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებმა, ნინო გრძელიშვილმა და მზია გოგილაშვილმა, პრაღაში გამართულ მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტის (GAC/ICANN) შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ICANN-ის რიგით 83-ე ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტისთვის (WSIS+20) პოზიციის განხილვასა და ICANN-ის როლს გლობალური...
ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ წალენჯიხაში დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, წალენჯიხის მერიაში პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, ადმინისტრაციისა და რესურს ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, წალენჯიხის სამიზნე დასახლებების მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ, ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში...
ComCom-ის წევრმა ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, მონაწილეობა მიიღო ვენაში გამართულ ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის (EAO) აღმასრულებელი საბჭოს რიგით 73-ე სხდომასა და თავმჯდომარე ქვეყნის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივის (AVMSD) განახლებას მიეძღვნა. საბჭოს სხდომა კი EAO-ს მომავალი აღმასრულებელი დირექტორის არჩევასა და 2026 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებას დაეთმო. შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა:...
ComCom-ი კომპლექსური კვლევის II ეტაპზე ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ოპერატორებს შეხვდა
ComCom-მა კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. კვლევის ეს ეტაპი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების ბაზრის სიღრმისეულ შესწავლას და კორპორატიული ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების საცალო ბაზრის ანალიზს ემსახურება. შეხვედრები, სადაც „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“, „სქაიტელის“, ასევე, მცირე და საშუალო ოპერატორების და მობილური ვირტუალური...
ComCom-მა სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან მედიაწიგნიერების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა მედიაწიგნიერების არსი და მისი როლი თანამედროვე სამყაროში; დეზინფორმაციის შექმნისა თუ გავრცელების შესაძლო მოტივები;...