წვდომის მენიუ

აგვისტო 27, 2026 11:19

ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა

კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს ,,ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე  მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: ,,ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება” ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, კომუნიკაციების კომისიის ,,ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია წარუძღვნენ. 

სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ComCom-მა თემატური ტრენინგები საზაფხულო ბანაკის ოთხ სხვადასხვა ნაკადთან ჩაატარა თემებზე: ,,ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება” და ,,ხელოვნური ინტელექტი დასაქმებისა და პროფესიული განვითარებისთვის”. აღნიშნულ ტრენინგებს 330 ახალგაზრდა დაესწრო. 

სესიების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია AI ინსტრუმენტების, მისი მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენების შესახებ, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში პროფესიულ თუ პირად საქმიანობაში, ინფორმაციის მოძიებასა და სხვადასხვა მიმართულებით ინტეგრირებაში დაეხმარებათ, აგრეთვე, ახალგაზრდებში მომავლის კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, სესიები მოიცავდა ისეთ საკითხებს,  როგორებიცაა: AI-ის ინტეგრირება პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პროცესში, ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების პლატფორმები, LinkedIn-ის პროფილის ოპტიმიზაცია, AI-ის, როგორც პერსონალური ასისტენტის გამოყენება (მაგ. CV-ის წერა, სამოტივაციო წერილების გენერირება, ინფორმაციის მოძიება), რაც ახალგაზრდებს უზოგავს დროს და ეხმარება ყოველდღიური დავალებების უფრო ხარისხიანად შესრულებაში. ინოვაციური ინსტრუმენტების ფლობა მათ სძენს „მომავლის უნარებს“ (Future Skills). აღნიშნულ ტრენინგზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს აძლევს პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რათა იყვნენ უფრო თავდაჯერებულები, ჩამოყალიბდნენ თანამედროვე ციფრულ პროფესიონალებად და დაზოგონ რესურსები AI-ის გონივრული გამოყენებით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები