2026 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 46.7%-ით გაიზარდა
2026 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 46.7%-ით გაიზარდა და 25.8 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 53.5%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლარს გაუტოლდა. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, აღნიშნული მაუწყებლის მონაცემებს არ შეიცავს.
ტელემაუწყებლებისთვის 2026 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 83%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 10.6% - პროდუქტის განთავსებამ, ხოლო 6.3% - სპონსორობამ დააგენერირა. შემოსავლის 0.05% და 0.01% კი განცხადებებიდან და ტელეშოპინგიდან იყო მიღებული.
მხოლოდ რადიომაუწყებლების შემთხვევაში, 2026 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 7.9%-ით შემცირდა და 1.8 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86.8%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, 12.6% - სპონსორობამ, 0.6% კი - განცხადებებმა.
შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.
