ComCom-ის წევრმა ევროპის ტელეკომუნიკაციებისა და მედიის ფორუმზე საქართველოს ციფრული ეკოსისტემა შეაფასა
ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, ევროპის ტელეკომუნიკაციებისა და მედიის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომ სექტორში ინოვაციებისა და მარეგულირებლების როლის შესახებ გამართულ პანელურ სესიაზე ისაუბრა: „ევროკავშირის კანონებთან და მარეგულირებელ ჩარჩოსთან დინამიური დაახლოება გვაძლევს უსაფრთხოების შეგრძნებას და დამატებით მოქნილობას, რათა შევძლოთ საუკეთესო გამოცდილების ადაპტირება - თუ როგორ უნდა მოხდეს ორგანიზაციული მოდელების ტრანსფორმაცია, რომ ვუპასუხოთ...
ComCom-ის წევრმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული გახსნა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ, მომხმარებლების უფლებების დაცვის რიგით მეორე საერთაშორისო კვირეული კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელებთან ერთად გახსნა, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომუნიკაციების სექტორში, მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურებების მიწოდების უზრუნველყოფის მიმართულებით, ComCom-ის პროექტები მიმოიხილა და მარეგულირებლების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: “უნდა აღინიშნოს, რომ კოლეგა მარეგულირებლებთან თანამშრომლობის ფარგლებში,...
ComCom-მა ტექნიკურ უნივერსიტეტში MVNO-ს შესახებ ლექცია ჩაატარა
ComCom-ის ორგანიზებით, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტისთვის, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორისა (MVNO) და ტელეკომ ბაზრის გახსნის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა, რომელიც მიზნად სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებას ისახავდა. ლექციის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ მობილური მომსახურების როგორც ტრადიციული, ისე ახალი მოდელის ოპერატორების ფუნქციონირებას, მობილური ქსელის ოპერატორსა (MNO) და მობილური...
ComCom-მა „TV პირველი“ მოქალაქის საჩივრის განხილვის წესების დარღვევის გამო გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“ მოქალაქის საჩივრის არაეფექტურად და წესების დარღვევით განხილვის გამო, წერილობით გააფრთხილა. მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მუშაობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება, რაც არხმა საჩივრის განხილვის პროცესში დაარღვია. კერძოდ, ფიზიკურმა პირმა მიიჩნია, რომ „TV პირველზე“ გასული სიუჟეტი ცილისმწამებლური იყო და არღვევდა მის უფლებებს, რის გამოც, ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანოს მიმართა. მაუწყებლის...
ComCom-მა ზუგდიდში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ინტერნეტის გამოყენებისა და მედიაწიგნიერების შესახებ სემინარი ჩაატარა. შეხვედრას მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პროგრამის სამიზნე გეოგრაფიული არეალებიდან, მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც, სპეციალისტების დახმარებით, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების, სოციალური ქსელების, გუგლის სერვისების, ასევე, სასარგებლო ონლაინ აპლიკაციებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ მიიღეს...
ComCom-ის წევრმა ICT ფორუმზე ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საქართველოს ICT ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც პანელურ დისკუსიაში საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის საჭირო ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე, ასევე, ამ მიმართულებით, ComCom-ის როლზე ისაუბრა: „საქართველოს ამ თვალსაზრისით აქვს არაერთი უპირატესობა - როგორც მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ასევე ჰარმონიზებული რეგულაციები ტელეკომში და ინოვაციური ბიზნეს მოდელების დასანერგად გახსნილი და...
ComCom-ის წარმომადგენლებმა მობილური ტექნოლოგიის კონგრესში მონაწილეობა მიიღეს
გლობალური მობილური საკომუნიკაციო სისტემების ასოციაციის (GSMA) ორგანიზებით, ესპანეთში ყოველწლიური მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი (MWC) გაიმართა, რომელიც მობილურ ბაზარზე არსებული ტენდენციების, სიახლეებისა თუ ინოვაციების გაცნობას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ემსახურებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,...
„მედიაწიგნიერების კუთხით, მნიშვნელოვანი შედეგები უმოკლეს დროშია მიღწეული“ - ევროპელი კოლეგები ComCom-ზე
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, ევროკავშირის ციფრული და მედია წიგნიერების კონფერენციის - „მედიაწიგნიერება მნიშვნელოვანია“-ს ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა, რომელიც, საქართველოში მედიაწიგნიერებისა და ციფრული ინკლუზიის მიმართულებით, ComCom-ის პოლიტიკასა და განხორციელებულ პროექტებს ეხებოდა. სიტყვით გამოსვლისას, ნათია კუკულაძემ მონაწილეებს ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირებისა და სხვა განხორციელებული პროექტების შესახებ, საქართველოში...
„გვაქვს ამბიცია საქართველო ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბდეს“ – ComCom-ის წევრი მობილური ტექნოლოგიის კონგრესზე
კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე, ბარსელონაში გამართულ მობილური ტექნოლოგიის მსოფლიო კონგრესზე (MWC) სიტყვით წარსდგა. სესიაზე, რომელიც უსაფრთხოების მიმართულებით, ტელეკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გლობალურ თანამშრომლობას შეეხებოდა, ეკატერინემ ყურადღება საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე გაამახვილა: „საქართველო გეოგრაფიულად ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და ისტორიულად, სხვადასხვა გეოპოლიტიკურ გამოწვევასა და სირთულესთან უწევდა...
ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის რუსუდან გორგილაძის სემინარი ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „პროპაგანდისტული ხერხები: საქართველო გერმანულენოვან მედიაში“ ჩატარდა. შეხვედრას ფსიქოლოგი და ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რუსუდან გორგილაძე უძღვებოდა, რომელიც ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ასევე, ჰარვარდის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის მეცნიერი და ევროკავშირისა და საქართველოს შორის პარტნიორობის სახელმწიფო...