წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
აპრილი
11, 2024
15:17

ComCom-მა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას მედიაწიგნიერების განვითარების საუკეთესო პრაქტიკა...

აპრილი 11, 2024 15:17

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და ადგილობრივი პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრას ComCom-ის წევრი, ნათია კუკულაძე, მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ დახუნდარიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ნინო გრძელიშვილი გაუძღვნენ და სტუმრებს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და მიღწეული შედეგების...

აპრილი
10, 2024
11:15

ComCom-მა 10 სტუდენტი გადაამზადა და მედიაწიგნიერების ტრენერის სტატუსი მიანიჭა

აპრილი 10, 2024 11:15

კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდების კარიერული განვითარების მიზნით, მედიაწიგნიერების პროექტ „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ გამარჯვებული და საუკეთესო ნაშრომის ავტორი 10 სტუდენტი მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა. სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა პროფესიონალი ტრენერის დახმარებით, მედიაწიგნიერების სწავლების მეთოდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ციფრული ცნობიერება,...

აპრილი
08, 2024
10:47

ComCom-ის მედიააკადემიამ ჟურნალისტები ახალი ამბების გაშუქებაში გადაამზადა

აპრილი 08, 2024 10:47

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორდღიანი სემინარი ჩატარდა. შეხვედრას ჟურნალისტი მაკა ანთიძე გაუძღვა, რომელიც საერთაშორისო სააგენტო Reuters-ში მუშაობდა და 25 წლის განმავლობაში, მოვლენებს როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ აშუქებდა. ამასთან ერთად კი, იგი კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელისა და უფროსი კორესპონდენტის პოზიციებს იკავებდა. შეხვედრის ფარგლებში, ტრენერმა მონაწილეებს ახალი ამბების გაშუქების, რეპორტინგის,  ინტერვიუს...

აპრილი
05, 2024
18:53

„კონკურენციის გაძლიერება კომისიის უპირატესი ამოცანაა“ - ComCom-ის წევრი კონკურენციის სააგენტოს მრგვალ მაგიდაზე

აპრილი 05, 2024 18:53

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა რომელიც ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. შეხვედრა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებას, სამართლებრივი აღსრულების გაუმჯობესებასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების მთავარ საკითხებს კი რეგულირებად სექტორებში კონკურენციის სამართლის ეფექტიანი...

აპრილი
04, 2024
15:44

ComCom-მა „სქაიტელი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა

აპრილი 04, 2024 15:44

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სქაიტელს“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისთვის, კერძოდ კი, აბონენტისთვის ინტერნეტის დაბალი ხარისხით მიწოდებისთვის სანქცია დააკისრა. 2024 წლის მარტში, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა მომხმარებლის საჩივარი ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, რის შემდეგაც, ComCom-მა დაადგინა, რომ „სქაიტელის“ მიერ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხი კომპანიასა და აბონენტს შორის არსებული ხელშეკრულებით...

აპრილი
04, 2024
11:15

ComCom-ი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მედიაწიგნიერების მიმართულებით ითანამშრომლებენ

აპრილი 04, 2024 11:15

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებისა და სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. შეთანხმებას ხელი ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ მოაწერეს. შეთანხმების გაფორმების პირველივე დღეს, ComCom-ის ორგანიზებით 100-მდე სტუდენტისთვის საჯარო ლექცია „მედიაწიგნიერების განვითარება საქართველოში“ ჩატარდა, რომლის...

აპრილი
02, 2024
10:59

ComCom-მა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედია გარემოს შესახებ ლექცია ჩაატარა

აპრილი 02, 2024 10:59

სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, ComCom-ის წევრმა, ივანე მახარაძემ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტისთვის საჯარო ლექცია „მედია გარემო და მედიის რეგულირება“ ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებს საქართველოში არსებული მედია გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე განხილული იყო თუ როგორია ქვეყნის მედია პოლიტიკა; რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა; რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად;...

მარტი
29, 2024
11:20

ComCom-მა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ ლექცია ჩაატარა

მარტი 29, 2024 11:20

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროსა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა. შეხვედრას ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, სანდრო ქარუმიძე გაუძღვა, რომელმაც სტუდენტებს მეხუთე თაობის ტექნოლოგიის უპირატესობები და უკვე დანერგილი ტექნოლოგიებისგან მისი განმასხვავებელი ნიშნები დეტალურად გააცნო. ლექციაზე ასევე განხილული იყო ამ მიმართულებით...

მარტი
29, 2024
10:11

ComCom-ის წარმომადგენლებმა BEREC-ის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

მარტი 29, 2024 10:11

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული მარეგულირებლების ორგანოს (BEREC) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მიზნად დაინტერესებულ მხარეებს შორის ტელეკომუნიკაციების სექტორის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის ხელშეწყობას ისახავდა. ღონისძიების პირველ ნაწილში, BEREC-ის სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეებმა ტელეკომუნიკაციების სექტორის დაინტერესებულ მხარეებს 2024...

მარტი
28, 2024
16:29

ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კომპლექსურ კვლევაზე წარმოება დაიწყო

მარტი 28, 2024 16:29

კომუნიკაციების კომისიამ მობილური მომსახურებების ბაზარზე კონკურენციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპლექსურ კვლევაზე დაყრდნობით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. წარმოების ფარგლებში, დადგინდება არის თუ არა ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარზე დაბალკონკურენტული გარემო და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი საბითუმო ბაზრები წინასწარ რეგულირებას დაექვემდებარება. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე გამოვლინდება მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორი, რომელსაც სპეციფიკური...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები