ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს. კონკურსები გამოცხადდა ექვსი საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონის დაფარვის მიზნით, რომლებსაც თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე, ზემო სვანეთი და გურია წარმოადგენენ.
ქალაქ თბილისში საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადება შპს „ახალმა რადიომ“ მოითხოვა. დანარჩენ ხუთ ზონაზე კი, რადიომაუწყებლების სიმწირის ან არ არსებობის გამო, კომუნიკაციების კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია კონკურსის გამოცხადება.
ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 11 ივლისი, 17:00 საათი. მოსამზადებელი სხდომა 2025 წლის 16 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება და აიტვირთება კომისიის ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/). ზეპირი მოსმენის სხდომა 2025 წლის 14 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩატარდება. საკონკურსო სხდომა კი, სადაც კონკურსში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება, 2025 წლის 21 აგვისტოს, 13:00 საათზე, კომისიის სხდომათა დარბაზში გაიმართება.
კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.