ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კომპლექსურ კვლევაზე წარმოება დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ მობილური მომსახურებების ბაზარზე კონკურენციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპლექსურ კვლევაზე დაყრდნობით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. წარმოების ფარგლებში, დადგინდება არის თუ არა ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარზე დაბალკონკურენტული გარემო და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი საბითუმო ბაზრები წინასწარ რეგულირებას დაექვემდებარება. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე გამოვლინდება მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორი, რომელსაც სპეციფიკური...
ComCom-ის მედიალაბში სტარტაპის განვითარების შესახებ სემინარი ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, იმ სტარტაპერებისთვის, რომელთაც უკვე მოიპოვეს GITA-ს 150 ათასიანი გრანტი, სემინარი „რა ხდება დაფინანსების შემდეგ?” ჩატარდა. შეხვედრას ანტრეპრენერი და ტექნიკური კომერციალიზაციის ექსპერტი, დავით ჩეჩელაშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს სტარტაპის მართვისა და განვითარების მიმართულებით, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ იმ დაბრკოლებების გადაჭრის გზებს, რომლებსაც სტარტაპერები დაფინანსების მოპოვების შემდეგაც...
ComCom-მა მალტის მარეგულირებელთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და მალტის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (MCA) თავმჯდომარემ, ჯაზმონდ ბუჯეიამ, მარეგულირებლებს შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბაზრის ანალიზი, მომხმარებელთა გაძლიერებისა თუ დაცვის მექანიზმები, ციფრული რუკა, როუმინგი, უნივერსალური მომსახურებები და სხვა. შეხვედრის ფარგლებში,...
ComCom-მა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედია გარემოს შესახებ ლექცია ჩაატარა
ComCom-ის ორგანიზებით, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია “მედია გარემო და მედიის რეგულირება” ჩაატარა, რომელიც მიზნად სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა. ლექციის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია საქართველოში არსებული მედია გარემო და ქვეყნის მედიაპოლიტიკა; რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა; ასევე, რა...
ComCom-მა თსუ-ში მედიაწიგნიერების შესახებ ლექცია ჩაატარა
ComCom-ის ორგანიზებით, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია „მედიაწიგნიერების განვითარება საქართველოში“ ჩაატარა, რომელიც ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. ლექციის ფარგლებში, სტუდენტები პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით გაეცნენ ე.წ. Fake News-ის აღმოჩენის, ნამდვილი ამბისგან გარჩევისა და რეალური ინფორმაციის დადგენის მეთოდებს, ასევე, დეზინფორმაციის, მისინფორმაციის და...
ComCom-მა აბაშის მოსახლეობა ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ აბაშაში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სოფელ გეზათის და გულუხეთის მოსახლეობა ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადაამზადა. სპეციალისტების დახმარებით, ბენეფიციარებმა ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის შექმნის და გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია...
ComCom-ის მრჩეველი ITU-ს შემსწავლელი ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
კომუნიკაციების კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო შავგულიძე ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიოსაკომუნიკაციო სექტორის შემსწავლელის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილედ 4 წლის ვადით აირჩიეს. ITU-ს რადიოსაკომუნიკაციო სექტორის მე-7 შემსწავლელი ჯგუფი (ITU-R SG7) შეიმუშავებს ITU-R-ის რეკომენდაციებს, ანგარიშებს და სახელმძღვანელოებს, რომლებიც მოიცავს: კოსმოსური ოპერაციების, კოსმოსის კვლევის, დედამიწის კვლევის და მეტეოროლოგიის სისტემებს, მათ შორის,...
ComCom-მა თსუ-ში MVNO-ს შესახებ საჯარო ლექცია გამართა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორისა (MVNO) და ტელეკომ ბაზრის გახსნის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექციის ფარგლებში განხილული იყო მობილური მომსახურების როგორც ტრადიციული, ისე ახალი მოდელის ოპერატორების ფუნქციონირება, მობილური ქსელის ოპერატორსა (MNO) და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორს (MVNO) შორის არსებული...
ComCom-ის მედიააკადემია ნატა ასათიანის მასტერკლასს იწყებს
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის „მასტერკლასს“ ონლაინ ლექციების კიდევ ერთი სერია დაემატა, რომლის ავტორიც საჯარო გამოსვლის სპეციალისტი და ფსიქოლოგი ნატა ასათიანია. მასტერკლასი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გახდეს წარმატებული პრეზენტატორი და გამოიმუშაოს საჯაროდ საუბრის უნარი. მასტერკლასის ფარგლებში, ნატა ასათიანი მსმენელს სტრესის დაძლევის გზებს, ყურადღების მიპყრობის მექანიზმებს, აუდიტორიის შესწავლის მეთოდებს, ასევე, არავერბალური კომუნიკაციის ეფექტურად და დამაჯერებლად...
ComCom-მა „რუსთავი 2“ ეთერში ძალადობის შემცველი კადრების კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამის კანონდარღვევით განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიაში შემოსული განცხადების თანახმად, 2024 წლის 21, 22 და 27 იანვარს, საღამოს 20:00-21:00 საათებში, ტელევიზიის ეთერში გავიდა ძალადობის ამსახველი სცენების შემცველი სერიალი, სადაც ახლო კადრით ნაჩვენები იყო ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა და მკვლელობის ეპიზოდები. აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, ComCom-მა მაუწყებლის...