ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „ჩვევების გამომუშავება მომხმარებელში“ ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის სემინარი „ჩვევების გამომუშავება მომხმარებელში“ ჩატარდა, რომელიც ბიზნესების მიერ, მომხმარებლებში ამა თუ იმ პროდუქტის მეშვეობით ჩვევების გამომუშავების მეთოდებს ეხებოდა. შეხვედრას „Neuron UX”-ის უფროსი UX დიზაინერი, ირაკლი ჭრელაშვილი უძღვებოდა. სემინარზე განხილული იყო ჩვევები, მათი სარგებელი ბიზნესისთვის, ასევე, სტრატეგიები, რომლებსაც ბიზნესები თავიანთ მომხმარებლებში ჩვევების გამომუშავებისთვის...
ComCom-მა სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია დაამტკიცა
კომუნიკაციების კომისიამ „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია და პროცედურები“ დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირში მოქმედ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მიდგომებთან სრულ შესაბამისობაშია და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა. აღნიშნული მეთოდოლოგიით სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა ევროკავშირში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს ტელეკომ ბაზრის განვითარებას და კონკურენტული...
ComCom და ევროპის უნივერსიტეტი მედიაწიგნიერების მიმართულებით ითანამშრომლებენ
კომუნიკაციების კომისიას და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ და ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით უკვე დანერგილი მედიაწიგნიერების საგნის კიდევ უფრო ფართოდ ინტეგრირება სხვადასხვა სპეციალიზაციის საგანმანათლებლო პროგრამაში. გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისია და ევროპის უნივერსიტეტი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო...
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დოკუმენტი არაერთ ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს
კომუნიკაციების კომისია ეხმაურება „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ 2024 წლის 14 თებერვალს გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების მიზანშეწონილობაა შეფასებული და ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ კომუნიკაციების კომისია მიესალმება კომისიის საქმიანობის, მომწესრიგებელი კანონმდებლობისა, თუ კანონპროექტების განხილვაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას და თავადაც აქტიურად ყოფილა და არის...
„მაღალსიჩქარიან ტელეკომ მომსახურებებში ქართველ აბონენტებს პრემიუმ ფასის გადახდა უწევთ“ - ექსპერტის შეფასება
კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით, საქართველოში ჩატარებული სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითი კვლევის ავტორი და Strategy Analytics-ის კონკურენტული ფასების განყოფილების დირექტორი, ჯოზი სეფტონი, ჩატარებული ანალიზის შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მობილური და ფიქსირებული მომსახურებები, კვლევაში შემავალი ევროპული ქვეყნების საშუალო ფასზე მნიშვნელოვნად ძვირია: „საქართველოში მაღალი მოცულობის ან სიჩქარის კალათები ბევრად უფრო...
ComCom-მა აბაშაში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ აბაშაში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას მერის მოადგილე, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სამიზნე გეოგრაფიული არეალებიდან მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილია სემინარები აბაშის 12 სამიზნე სოფელში, სადაც სპეციალისტების დახმარებით, ადგილობრივები ინტერნეტში ინფორმაციის...
5G-ის შესახებ ComCom-ის მრჩეველთა საბჭოს წევრის წიგნი გამოიცა
კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით გამოიცა კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრის, რევაზ სვანიძის წიგნი „5G მობილური ტექნოლოგია და ელექტრომაგნიტური გამოსხივება“, რომელიც ტელეკომუნიკაციის დარგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ კი, თანამედროვე მობილურ ტექნოლოგიებს ეხება. წიგნში დეტალურადაა განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა ახალი 5G მობილური ტექნოლოგიის დანერგვა, მობილური სადგურებისა და მობილური ტელეფონების ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ასევე, მათი გავლენა ეკოლოგიასა და...
ComCom-მა სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების სახელმძღვანელო ევროკომისიას და მაუწყებლებს გაუზიარა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და უხამსობის რეგულირების შესახებ შემუშავებული სახელძღვანელო ევროკომისიას, მაუწყებლებსა და არასამთვრობო ორგანიზაციებს უკუკავშირის მიზნით გაუზიარა. კომენტარების მიღების შემდგომ, კომისია საბოლოო დოკუმენტს დაამტკიცებს. ComCom-მა სახელმძღვანელო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე შეიმუშავა, რომლის მიხედვით, მედიაში სიძულვილის ენა, ტერორიზმისკენ მოწოდება და უხამსობა კომისიის...
კომუნიკაციების კომისია IDFI-ს საჯარო სხდომაზე იწვევს
კომუნიკაციების კომისია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2024 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება. კერძოდ, IDFI-იმ ComCom-ს მოუწოდა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ელექტრონული კომუნიკაციების ევროპულ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანამდე, არ დაამტკიცოს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია. კომისიისთვის გაუგებარია რა ინფორმაციაზე ან...
ComCom ზუგდიდსა და აბაშაში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ იწყებს
კომუნიკაციების კომისიამ ზუგდიდისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მერის მოადგილე, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სამიზნე გეოგრაფიული არეალებიდან, მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილია სემინარები ზუგდიდის 11 და აბაშის 12 სამიზნე სოფელში, სადაც სპეციალისტების...