წვდომის მენიუ

ივნისი 22, 2026 13:48

ComCom-მა სატელეკომუნიკაციო დარგებში ავტორიზებული კომპანიებისთვის კალენდარი შექმნა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომისა და მაუწყებლობის სექტორებში ავტორიზებული პირებისთვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესავსები კალენდარი შეიმუშავა, რომელიც ComCom-ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ახალი ინსტრუმენტი ყველა ავტორიზებულ, თუ ლიცენზირებულ პირს მისცემს დამატებით შესაძლებლობას აკონტროლონ ფორმების შესავსები ვადები, იმისთვის, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები კომპანიებმა დროულად შეასრულონ. 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირები ვალდებული არიან შეავსონ კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ახალი ინსტრუმენტით კომპანიები მარტივად მოძებნიან კონკრეტული პერიოდულობის შესაბამისად რომელი სტატისტიკური ფორმა აქვთ წარსადგენი. 

ComCom-ის ვებ-გვერდზე შეიქმნა სპეციალური განყოფილება „კალენდარი ავტორიზებული კომპანიებისთვის“, სადაც მარტივი საძიებო სისტემის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, პერიოდების მითითებით, მოძებნოს სავალდებულოდ შესავსები ფორმები, ფორმების ნომრების, დასახელებისა და შინაარსის მიხედვით. ყველა ფორმას მითითებული აქვს ვადები. აღნიშნულ განყოფილებაში განთავსებულია 90-მდე ფორმა, რომელიც როგორც ელექტრონული კომუნიკაციების, ისე მაუწყებლობის სფეროებში საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს, მათ შორის: შემოსავლების, ინვესტიციების, ფინანსური მაჩვენებლების, საჩივრების, სატარიფო გეგმების, სამაუწყებლო ბადის, დაფინანსების შესახებ და სხვა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები