ComCom-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა ITU-ს განვითარების ბიუროს ტექნიკური სამუშაო ჯგუფის პირველ პლენარულ სხდომაში მიიღეს

კომუნიკაციების კომისიის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, გიორგი პაპავამ და ზაზა გონჯილაშვილმა, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის განვითარების სექტორის (ITU-D) განვითარების ბიუროს (BDT) ტექნიკური სამუშაო ჯგუფის პირველ პლენარულ სხდომაში მიიღეს მონაწილეონა.
აღნიშნული შეხვედრა მიზნად სომხეთის, აზერბაიჯანსა და საქართველოს მიერ 174-230 MHz დიაპაზონის სპექტრის სახმელეთო ციფრული აუდიო მაუწყებლობის (T-DAB) ერთობლივი გამოყენების კოორდინაციის ძირითადი პრინციპების განხილვას ისახავდა. პლენარული შეხვედრის ფარგლებში, შეჯამდა T‑DAB სიხშირული დაგეგმვის პროცესის მიმართულებით BDT-ის საქმიანობა და მიღწეული პროგრესი. ასევე, აღნიშნული შეხვედრა სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მეთოდოლოგიასა და განრიგის შეთანხმებას დაეთმო.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომუნიკაციების განვითარების სექტორისა (ITU-D) და მისი სამდივნოს - ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს (BDT) - საქმიანობის მიზანია ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ციფრული უნარებისა და მდგრადი ციფრული ეკონომიკის განვითარების გზით.