წვდომის მენიუ

სექტემბერი 16, 2024 15:30

მედიაწიგნიერების ოლიმპიადა

კომუნიკაციების კომისია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დეზინფორმაციასთან გამკლავების გზების ძიების წახალისების მიზნით აცხადებს პირველ მედიაწიგნიერების ოლიმპიადას“.

კონკურსი განკუთვნილია მასწავლებლისა და მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდებისათვის და ორ კატეგორიას (I-V და VI-XII კლასები) მოიცავს. მონაწილეებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას - „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?“ და ნამუშევრები წარმოადგინონ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ფორმატით:

  • ბლოგი/ესსე/სტატია (10 გვერდამდე)
  • ვიდეო (2 წუთამდე)
  • პოდკასტი (15 წუთამდე)
  • კომიქსი/ციფრული პოსტერი

შეფასების კრიტერიუმები

  • შემოქმედებითობა/კრეატიულობა
  • ინფორმაციულობა
  • სანდო წყაროების გამოყენება

კრიტერიუმების გათვალისწინებით, კომპეტენტური ჟიური თითოეულ კატეგორიაში (I-V და VI-XII კლასები) ერთ გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.

პრიზები

  • ოლიმპიადის გამარჯვებული ორივე გუნდის სკოლას კომუნიკაციების კომისია თანამედროვე მედიალაბორატორიას მოუწყობს, რომელიც მაღალტექნოლოგიური პრიზებით იქნება აღჭურვილი
  • ათი საუკეთესო ნამუშევარი მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზე (www.mediatsigniereba.ge) განთავსდება
  • ყველა მონაწილე გუნდს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

ნაშრომის გამოგზავნა

გუნდის წევრმა (მასწავლებელმა ან მოსწავლემ) Google-ის ელექტრონული ფოსტის (Gmail.com) მეშვეობით საკონკურსო ნაშრომი შემდეგი წესით უნდა გამოგზავნოს:
ნაშრომი უნდა გამოგზავნოს მედიაწიგნიერების ელ. ფოსტაზე - medialiteracy@comcom.ge შემდეგი ინფორმაციის მითითებით: თქვენი სახელი, გვარი, გუნდის წევრების სახელი და გვარი, ქალაქი/დაბა/სოფელი, სკოლა, სკოლის სრული მისამართი, კლასი, თქვენი როლი კონკურსში (მოსწავლე ან მასწავლებელი), თუ ხართ მასწავლებელი, რომელ საგანს ასწავლით, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა.

კონკურსის ვადები

  • ნამუშევრები მიიღება 2024 წლის 16 სექტემბრიდან 16 ოქტომბრამდე

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ კომუნიკაციების კომისიის/მედიაწიგნიერების პლატფორმის ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდს.

კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: medialiteracy@comcom.ge და დანიშნულებაში მიუთითეთ „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“. 

 

 

 

შესაძლო კითხვები:

1.    როგორი უნდა იყოს გუნდის შემადგენლობა და შეზღუდულია თუ არა გუნდის წევრების რაოდენობა?

თითოეულ გუნდს უნდა ხელმძღვანელობდეს 1 მასწავლებელი, ხოლო მოსწავლეების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

2.    შეუძლია თუ არა კერძო სკოლას კონკურსში მონაწილეობის მიღება?

დიახ, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებელსა და მოსწავლეს.

3.    შესაძლებელია თუ არა, რომ ერთმა გუნდმა რამდენიმე საკონკურსო ნამუშევარი გამოგზავნოს?

თითოეულმა გუნდმა 1 საკონკურსო ნამუშევარი უნდა გამოგზავნოს.

4.    შესაძლებელია თუ არა, რომ ერთმა სკოლამ რამდენიმე საკონკურსო ნამუშევარი გამოგზავნოს?

დიახ, შესაძლებელია. 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები