ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „იდეიდან დაფინანსებამდე“ ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპერებისთვის დაფინანსების მოპოვების შესახებ ტრენინგი „იდეიდან დაფინანსებამდე“ ჩატარდა, რომელსაც სტარტაპერი და 2023 წლის „იდეადრომის“ გამარჯვებული სტარტაპის - Widgera-ს თანადამფუძნებელი, სანდრო ბოლქვაძე გაუძღვა.
შეხვედრის ფარგლებში ტრენერმა მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება როგორც წარმატებული სტარტაპერის, ისე სხვადასხვა ღონისძიების და საგრანტო პროგრამის ჟიურის წევრისა თუ მენტორის პოზიციიდან. სტარტაპერებმა მიიღეს რჩევები იდეის ვალიდაციის, დახვეწის, სწორად ჩამოყალიბებისა და წარდგენის შესახებ. ამასთან, მონაწილეები გაეცნენ როგორ შეავსონ ფორმა ინფორმაციულად და ამავდროულად, ლაკონურად. გარდა ამისა, ტრენერმა ისაუბრა თუ როგორია სტარტაპის ეფექტური წარდგენა და რა მოლოდინები აქვთ მონაწილეებისგან ჟიურის წევრებს.
სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით, ComCom-ის მედიალაბი უკვე მეექვსე წელია მნიშვნელოვან შეხვედრებსა და კომპეტენციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სრულიად უფასოდ ატარებს.