ComCom-მა „მთავარი არხი” პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის დაასანქცირა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა. კომისიის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, აღნიშნულ ტელევიზიაში გავიდა ვიდეორგოლები, სადაც ნეგატიურ კონტექსტში ნაჩვენები და დასახელებული იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს. კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლები...
ComCom-მა „მაგთიკომს“ მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისთვის 3 ვალდებულება დააკისრა
კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსურ კვლევასა და კვლევაში ჩართული ევროკავშირის ექსპერტების დასკვნებზე დაყრდნობით, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო და ბაზარზე არსებული არაკონკურენტული მდგომარეობის გამოსწორებისა და ბაზრის გახსნის მიზნით, მას სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება დააკისრა, რომელთა მიხედვით, მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორს ექნება ვალდებულება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მსურველ ოპერატორებს...
„მაგთიკომი“ მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორია
კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადა. გადაწყვეტილება ComCom-ის დაკვეთით ჩატარებულ მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევას დაეყრდნო, რომლის ფარგლებშიც, კვლევაში ჩართულმა ევროკავშირის ექსპერტებმა ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულად მიიჩნიეს და დაადგინეს, რომ წინასწარი რეგულირების გარეშე, ეს გარემოება სულ მცირე მომდევნო 3 წელი არ შეიცვლება და „მაგთიკომის“ წილები...
დომაგო იურიევიჩი: ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე წინასწარი რეგულაციის დაწესება აუცილებელია
„ფიქსირებული ინტერნეტის საცალო ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დაბალია, რის შედეგადაც ქართველი მომხმარებელი ზარალდება, ამიტომ, საბითუმო ბაზარზე, წინასწარი რეგულაციის დაწესება აუცილებელია.“ - აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით განხორციელებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ ბაზრის კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტმა და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, დომაგო იურიევიჩმა გააკეთა. დომაგო იურიევიჩის თქმით როგორც მობილური, ისე ფიქსირებული...
ევროკავშირის ექსპერტები: „ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემო ზღუდავს და აზიანებს...
„საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ოპტიკური ინტერნეტ მომსახურების ბაზარი არაკონკურენტულია და ხასიათდება დაბალი დინამიურობით, რაც ზღუდავს მომხმარებლებს და მათზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს.“ - ეს დასკვნა კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებულ კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებს ეკუთვნის. კვლევის ფარგლებში, ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები, მათ...
ევროკავშირის ექსპერტები: ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე კონკურენციის გაჯანსაღების მიზნით ComCom-მა „მაგთიკომს“...
კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდგომ, კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებმა „მაგთიკომი“ აბონენტების და შემოსავლების რაოდენობით, ასევე ინფრასტრუქტურის მოცულობით, ფიქსირებული ოპტიკური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და დაასკვნეს, რომ ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემოების გამოსწორების მიზნით, მას კომუნიკაციების კომისიამ...
ევროკავშირის ექსპერტები: „მაგთიკომი“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე ზღუდავს კონკურენციას, ვინაიდან ის...
„კომპანია „მაგთიკომს“ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ბაზარზე როგორც აბონენტების, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით კონკურენტებზე მნიშვნელოვნად დომინანტური პოზიცია უკავია, რომელიც მას აძლევს მომხმარებლებისა და კონკურენტებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან ძალაუფლებას. ეს მოცემულობა კი, წინასწარი რეგულირების გარეშე, არ შეიცვლება.“ - ეს დასკვნა ComCom-ის დაკვეთით ჩატარებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ბაზრის კომპლექსური...
ევროკავშირის ექსპერტები: ფიქსირებულ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან კონკურენტული გარემო მხოლოდ 9-შია
კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგების შესახებ საჯარო პრეზენტაცია ჩაატარა, რომელსაც კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე სიჭინავა გაუძღვნენ. პრეზენტაციაზე კომისიის წევრმა აუდიტორიას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიის, გამოკვლეული გარემოებებისა და ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნების შესახებ, რომლის მიხედვით, ქართული ფიქსირებული ინტერნეტ ბაზარი...
ComCom-მა ინფრასტრუქტურაზე დაშვების საფასურის დაანგარიშების შესახებ ოპერატორებთან შეხვედრა გამართა
კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ, ინფრასტრუქტურის მქონე ოპერატორებსა და დაინტერესებული პირებისთვის ინფრასტრუქტურაზე დაშვების საფასურის გაანგარიშების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC-ის ექსპერტებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს საფასურის გაანგარიშების პრინციპები და მოდელი, რომელზე დაყრდნობითაც, იმ შემთხვევაში თუ...
ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ზუგდიდში შშმ პირები გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სემინარები ჩაატარა. შეხვედრების ფარგლებში, ბენეფიციარებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. აღსანიშნავია, რომ...