წვდომის მენიუ

თებერვალი 17, 2026 16:14

ComCom-ის თავმჯდომარე საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა. გაცნობითი სახის შეხვედრაზე ელჩმა გოგა გულორდავას კომისიის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქართულ ტელეკომ სექტორსა და მედიაში არსებული გარემოს შესახებ ისაუბრეს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ სტუმრებს კომისიის საქმიანობისა და რეგულირების სფეროების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები