მედიაწიგნიერების ოლიმპიადა
კომუნიკაციების კომისია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით აცხადებს რიგით მესამე „მედიაწიგნიერების ოლიმპიადას“.
ნამუშევრები მიიღება 2026 წლის 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით.
კონკურსი განკუთვნილია მასწავლებლისა და მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდებისათვის და ორ კატეგორიას (I-VIII და IX-XII კლასები) მოიცავს. მონაწილეებმა უნდა იმუშაონ აღნიშნული თემატიკის ირგვლივ - “მედიაწიგნიერება იწყება შენით - როგორ შევქმნათ სანდო და პასუხისმგებლიანი საინფორმაციო გარემო?“ და ნამუშევრები წარმოადგინონ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი ფორმატით:
- ვიდეო (3 წუთამდე);
- პოდკასტი (10-15 წუთამდე);
- კომიქსი (10-15 გვერდამდე);
- ციფრული პოსტერი;
შეფასების კრიტერიუმები
- შემოქმედებითობა;
- ინფორმაციულობა;
- სანდო წყაროების გამოყენება და გამოყენებული წყაროების მითითება.
ნამუშევრების შეფასების საფუძველზე, ჟიური თითოეულ კატეგორიაში (I-VIII და IX-XII კლასები) ერთ გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.
პრიზები
- კომუნიკაციების კომისია ოლიმპიადის გამარჯვებული ორივე გუნდის სკოლას თანამედროვე მედიალაბორატორიას მოუწყობს, რომელიც შედგება შემდეგი პრიზებისგან: ინტერაქციული ციფრული დაფა, ლეპტოპი, ასევე მიკროფონი, განათება, შტატივი და მაგიდა;
- ათი საუკეთესო ნამუშევარი მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზე (www.mediatsigniereba.ge) განთავსდება;
- ყველა მონაწილე გუნდს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი ციფრული სერტიფიკატი.
გთხოვთ, შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი და ატვირთოთ საკონკურსო ნაშრომი.
კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ აღნიშნულ მეილზე - medialiteracy@comcom.ge და დანიშნულებაში მიუთითეთ „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“.
კონკურსში მონაწილეობის, რეგისტრაციისა და ნამუშევრის გამოგზავნისთვის გადადით ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1FFObXMz9BDgWuDoXyyo2ZQBM_ryJf6a7FcGESRv0hfg/edit
გისურვებთ წარმატებებს.
