ComCom-მა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გასული წლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები შეაჯამა. წლიურ ანგარიშში მიმოხილულია მობილური და ფიქსირებული ბაზრები, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით მიღწეული შედეგები, ქვეყანაში არსებული მედიაგარემო, ასევე, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების ტენდენციები. ამასთან, ანგარიშში წარმოდგენილია ComCom-ის მიერ მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, მედიააკადემიის საქმიანობა და...
ComCom-ის წევრმა 2025 წლის ლიდერთა სამიტში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე, დუბაიში გამართულ „2025 წლის ლიდერთა სამიტს“ დაესწრო, რომლის ფარგლებშიც, „G20 ფორმატის დისკუსიაში“ მიიღო მონაწილეობა. დისკუსია ხელოვნური ინტელექტის და 5G ინტერნეტის გამოყენებით მონეტიზაციის შესაძლებლობების გაზრდას, ინკლუზიური სატელეკომუნიკაციო გარემოს შექმნას და ციფრულ სერვისებზე დაფუძნებული ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარების განხილვას მიეძღვნა. შეხვედრის ფარგლებში, ComCom-ის წევრმა საქართველოში ტელეკომუნიკაციების...
ComCom-ის წარმომადგენელმა მარეგულირებლების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი, მზია გოგილაშვილი, ჩრდილოეთ მაკედონიაში ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) 160 წლის იუბილესა და ჩრდილოეთ მაკედონიის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (AEC) 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფერენციას (IRC) დაესწრო, რომლის ფარგლებშიც, EaPeReg-ის (აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელი) სახელით, ITU-სთან თანამშრომლობასა და სამმხრივი თანამშრომლობის რეგიონებში...
ComCom-მა 5G აუქციონი მესამედ გამოაცხადა
კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის - 5G-ის დასანერგად, აუქციონი მესამედ, კომპანია „სილქნეტის“ თხოვნით გამოაცხადა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ComCom-მა გაითვალისწინა ოპერატორის მომართვა და კომპანიებს მისცა შესაძლებლობა კვლავ მიიღონ მონაწილეობა აუქციონში. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა „სელფი მობაილმა“, ხოლო 2024 წელს გამოცხადებულ აუქციონში...
ComCom-მა GSMA-ის ფორუმზე საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების ინიციატივა წარადგინა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, მონაწილეობა მიიღეს ტაშკენტში გამართულ მობილური კომუნიკაციების ასოციაციის (GSMA) ღონისძიებაში სახელწოდებით „M360 ევრაზიის ფორუმი 2025“, რომლის ფარგლებშიც ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის ტელეკომუნიკაციის აკადემიის (UKTA) მიერ ორგანიზებულ ვორკშოპს ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის თემაზე. GSMA-ის ევრაზიის ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე, რომელიც...
ComCom-ის წარმომადგენლებმა EPRA-ს რიგით 61-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ და მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ქორიძემ, მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) რიგით 61-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც EPRA-ს ახალი ხელმძღვანელობის არჩევასა და მედიის რეგულირების სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე მსჯელობას ისახავდა მიზნად. საგულისხმოა ისიც, რომ ღონისძიება ორგანიზაციის 30 წლის იუბილეს აღნიშვნასაც ემსახურებოდა. შეხვედრაზე განხილული იყო მედიის რეგულირების...
ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის „იდეადრომი“ მეათედ ჩატარდა
ComCom-ის მედიალაბში სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეათედ, წარმატებით ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელთაც 5000 და 2500-2500 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცათ. „იდეადრომი“ სტარტაპერების აღმოჩენას, მათ ხელშეწყობას და პროდუქტების განვითარებაში მხარდაჭერას ემსახურება. I ადგილი დაიკავა პროექტმა AdMagica AI-მ, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ხარჯების დაზოგვასა და გაყიდვებზე...
ComCom-ის წარმომადგენლებმა ფინელ კოლეგებთან მედიაწიგნიერების საკითხებზე შეხვედრები გამართეს
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, მედიაწიგნიერების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ დახუნდარიძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, მედიაწიგნიერების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ამ კუთხით, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ფინელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს. შეხვედრებში მონაწილეობას იმ უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ, რომლებიც მედიაწიგნიერების სფეროში პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაზე...
2025 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 16.4 მილიონი შეადგინა
2025 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 16.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 5.7%-ით მეტი იყო და სულ 14.8 მილიონი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ტელევიზიებისთვის 2025 წლის I კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 74%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 14.8% - სპონსორობამ, ხოლო 10.8% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა. სატელევიზიო კომერციული...
ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების შესახებ მასწავლებელთა კონფერენცია გამართა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის, აღნიშნულ პროცესში მეტი დაინტერესებული სკოლის ჩართვისა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების სწავლებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, კონფერენცია „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება - მასწავლებლების როლი და პრაქტიკული მიდგომები“ გაიმართა....