წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
ივნისი
06, 2024
14:41

ComCom-ის წევრი ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტზე: „საქართველომ უნდა გამოიყენოს დარგის პოტენციალი და...

ივნისი 06, 2024 14:41

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, მზია გოგილაშვილმა, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ორგანიზებით გამართულ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) მაღალი დონის კვირეულში მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, კვირეულის ფარგლებში ComCom-სა და ბაჰრეინის კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს (TRA) შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება...

ივნისი
05, 2024
16:46

2023 წელს ComCom-ის მედიასკოლაში 13 სემინარი ჩატარდა, ხოლო მედიაკრიტიკის პლატფორმაზე 119 მასალა გამოქვეყნდა

ივნისი 05, 2024 16:46

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშში წარმოდგენილია მედიასკოლის საქმიანობა, საიდანაც ირკვევა, რომ მედიასკოლა, მედიასტანდარტების დანერგვის მიზნით, მეხუთე წელია აქტიურად მუშაობს და მედიის წარმომადგენლებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს, კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება. გასულ წელს მედიასკოლამ პროდიუსერებისთვის, ასევე მოქმედი და დამწყები ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის 13 სემინარი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 190-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი გადამზადდა. გარდა სემინარებისა, მედიით...

ივნისი
05, 2024
16:15

2023 წელს ComCom-ის მედიალაბში 20-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა და 450-მდე სტარტაპერი გადამზადდა

ივნისი 05, 2024 16:15

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, ციფრული წიგნიერების განვითარებისა და ციფრული მედიის მიმართულებით სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად მუშაობდა მედიააკადემიის მედიალაბი, სადაც 2023 წელს სტარტაპერებისთვის 20-ზე მეტი სემინარი და სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, 450-მდე დაინტერესებული პირი გადამზადდა. გასულ წელს, მედიალაბის ორგანიზებით, ორჯერ ჩატარდა კონკურსი “იდეადრომი”, რომელიც მიზნად სტარტაპ იდეების აღმოჩენას, პოტენციური...

ივნისი
05, 2024
15:36

2023 წლისთვის ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებს ჯამურად 26 ათასი ბენეფიციარი ჰყავდა

ივნისი 05, 2024 15:36

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-ი უკვე არაერთი წელია საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროპის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით მრავალფეროვან პროექტებს ახორციელებს. ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ წარმოადგენს, რომელიც კომისიამ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და UNICEF-ის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის...

ივნისი
05, 2024
11:07

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართა

ივნისი 05, 2024 11:07

კომუნიკაციების კომისიამ, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობისა და საგნის შესახებ სკოლების ხელმძღვანელობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, რუსთავის სკოლის დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრა რუსთავის რესურს ცენტრში გაიმართა და 30-მდე სკოლის დირექტორი ესწრებოდა. მონაწილეებს სიტყვით ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ...

ივნისი
04, 2024
16:23

2023-ში მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლები 144.3 მილიონი იყო, საიდანაც 131.2 მილიონი IPTV...

ივნისი 04, 2024 16:23

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობა 9 ათასით შემცირდა და 745 ათასი შეადგინა, რაც „მაგთისატის“ მომსახურების გათიშვამ განაპირობა. შესაბამისად, მცირედით შემცირდა აბონენტთა სიმკვრივეც - მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მოხმარებამ აბონენტებზე 67.1% შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით, 1%-ით ნაკლებია. საგულისხმოა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გარდა 2023 წლისა, აბონენტების...

ივნისი
04, 2024
15:27

2023 წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის ნახევარი მილიარდი - 499 573 882 ლარი შევიდა

ივნისი 04, 2024 15:27

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის ნახევარი მილიარდი - 499.573.882 ლარი შევიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 65.274.127 მილიონი ლარით მეტია. აღნიშნული თანხიდან, მაუწყებლების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ 56.048.528 ლარი შეადგინა, ხოლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირების მიერ შეტანილმა თანხამ -...

ივნისი
04, 2024
14:02

2023 წელს ფიქსირებული ინტერნეტი დამატებით 31 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი

ივნისი 04, 2024 14:02

კომუნიკაციების კომისიამ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებებს პენეტრაცია შინამეურნეობებზე 95.7%-ს შეადგენდა. რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებზე ფიქსირებულ ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ყველაზე მაღალი პენეტრაციის მაჩვენებელი აჭარაში იყო და 137%-ს უტოლდებოდა. აჭარის შემდეგ, 136%-ით წარმოდგენილი იყო თბილისი. 98%-ით სამცხე-ჯავახეთი, ხოლო 85-85%-ით ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. რაც შეეხება...

ივნისი
04, 2024
13:22

2023 წელს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი - 561 ათასი ფიზიკური პირი აბონენტი 30 მბ/წმ-იან ინტერნეტ პაკეტს...

ივნისი 04, 2024 13:22

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ყველაზე მოთხოვნად პაკეტს კვლავ 30 მბ/წმ-იანი პაკეტი წარმოადგენს, ხოლო მაღალსიჩქარიანი - 100 მბ/წმ-იანი პაკეტის აბონენტების რაოდენობა სულ 10 ათასია, რაც საქართველოში არსებული ფიზიკური პირი აბონენტების მხოლოდ 1%-ს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი სიჩქარის პაკეტით ევროპაში ოჯახების ნახევარზე მეტი - 55% სარგებლობს. აღნიშნული მონაცემები კი...

ივნისი
04, 2024
11:52

2023 წელს საქართველოში მომხმარებლების 37.3% „Samsung”-ის, 19.8% კი „Apple”-ის ტელეფონებს იყენებდა

ივნისი 04, 2024 11:52

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში მობილური მოწყობილობების განაწილება მწარმოებლების მიხედვით. კერძოდ, საქართველოში მობილური მოწყობილობების ყველაზე მაღალი წილი კვლავ Samsung-ზე მოდის და 37.3%-ს შეადგენს, რაც, წინა წელთან შედარებით, 1.1%-ით ნაკლებია. რაც შეეხება Apple-ს, 2022 წელთან შედარებით მისი წილი 1.8%-ით გაიზარდა და 19.8% შეადგინა. Xiaomi-ს შემთხვევაში, მისი პროცენტული წილი 0.1%-ით გაიზარდა და 14.7%-ს გაუტოლდა. 1.1%-ით შემცირდა Huawei-ს წილი და 2023...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები