ComCom-მა სამცხე-ჯავახეთში მოსწავლეები მედიაწიგნიერების კონკურსის ფარგლებში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის პირველი და მეხუთე საჯარო სკოლის IX, X და XI კლასის 130-მდე მოსწავლე გადაამზადა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მარიამ გუგულაშვილი და თამარ კარბაია გაუძღვნენ და მოსწავლეებს კონკურსის პირობები, საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები...
სატელევიზიო არხების ყველაზე დიდი დამფინანსებლების ათეული 2024 წლის I კვარტალში
2024 წლის პირველ კვარტალში ტელემაუწყებლებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14 მილიონი ლარი მიიღეს. მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში, ComCom-ში ტელევიზიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, რეკლამის დამკვეთები, რომლებიც „ტელეიმედში“, „რუსთავი 2“-ში, „მთავარ არხში“, „პოსტივიში“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველში“ ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ შემდეგია: 2024 წლის I კვარტალში...
2024 წლის I კვარტალში ტელე-რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა და 15.6 მილიონი ლარი შეადგინა
2024 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავლები, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით გაიზარდა და 15.6 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 14 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 64.9% პირდაპირმა რეკლამამ, ხოლო 18.4% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა. სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის პირველ კვარტალში „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის...
ComCom-ის წევრმა EaPeReg-ის პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) 23-ე პლენარული სხდომის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობებისადმი მიძღვნილ სესიაში მიიღო მონაწილეობა. ეკატერინე იმედაძემ, რომელიც ამავდროულად ქსელის 2023 წლის თავმჯდომარე იყო, EaPeReg-ისა და ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ურთიერთობებსა და მათ შორის განხორციელებული და დაგეგმილი ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. EaPeReg-ის 23-ე პლენარული...
ComCom-ი მედიაწიგნიერების მიმართულებით სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას აღრმავებს
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, კომუნიკაციების კომისიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი ComCom-ის წევრმა ნათია კუკულაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტები განხორციელდება, ჩატარდება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მასტერკლასები, დაგეგმილია თემატური და სამეცნიერო კონფერენციების...
ComCom-ის წევრმა სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ლიდერების სამიტში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ მონაწილეობა მიიღო სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ლიდერების სამიტის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც ფართოზოლოვანი ინტერნეტის დაფინანსების წარმატებულ მოდელებს მიეძღვნა. ComCom-ის წევრმა მოხსენებაში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქვეყნის ციფრული პოტენციალის რეალიზების მიმართულებით საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დისკუსიის ფარგლებში საუბარი იყო ასევე რეგიონებში...
ComCom-ის მედიალაბმა კონკურსი “იდეადრომი” სტარტაპერებისთვის მერვედ გამოაცხადა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მერვედ გამოაცხადა. კონკურსის წლევანდელ თემას - „პროდუქტიდან სერია - A-მდე“ წარმოადგენს და ციფრული მედიის სფეროში, იმ სტარტაპერების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რომელთაც მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP) უკვე შექმნეს და ახლა მომდევნო ეტაპზე გადასვლას გეგმავენ. კონკურსი მონაწილეებს თავიანთი სტარტაპების დახვეწაში, განვითარებასა და რეალობად ქცევაში...
ComCom-მა EaPeReg-ის ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა
კომუნიკაციების კომისიამ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (EaPeReg SEWG) მე-17 შეხვედრას თბილისში უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), ასევე, ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიის გენერალური დირექტორატისა (DG CONNECT) და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებმა მიიღეს....
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 60 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, თბილისის მე-6 და 177-ე საჯარო სკოლების 60 მოსწავლე გადაამზადა. შეხვედრებს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნინო მაჭავარიანი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ კონკურსის წესები და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. სემინარების ფარგლებში, ტრენერმა მოსწავლეებს ასევე BBC...
ComCom-მა რუსთავში 60 მოსწავლე ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში 60-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა. სემინარს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, თამარ კარბაია უძღვებოდა, რომელმაც მოსწავლეებს კონკურსის პირობები და საკონკურო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. შეხვედრის ფარგლებში, ტრენერმა მონაწილეებს BBC Academy-ის მასალების გამოყენებით ყალბი...