ComCom-მა აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლებისთვის ეთიკისა და...
კომუნიკაციების კომისიამ ევროპული აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან დაახლოების მიზნით, გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი დაამტკიცა. ნორმატიული აქტების მიხედვით, კომისია მომსახურების მიმწოდებლებისთვის „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებს, კერძოდ: სამართლიანობას, პასუხის უფლებას, სასამართლო სხდომებისა და...
ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში სოფელ ლიხაურის 800-მდე ოჯახი ოპტიკურ ინტერნეტს იყენებს
ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხარისხიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ მომსახურებით დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლიხაურის 800-მდე ოჯახი უკვე სარგებლობს. აღნიშნული შესაძლებლობა სოფელი ლიახურის მოსახლეებს მას შემდეგ შეექმნათ, რაც კომპანია „ოუფენ ნეტმა“ კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 140 კმ-იანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა ააშენა და 29,000-მდე ადგილობრივისთვის ხარისხიან ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა შექმნა. ინტერნეტიზაციის...
ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ოზურგეთისა და ჩოხატაურის მერიის თანამშრომლებთან...
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებისთვის, საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. ოზურგეთში გამართულ შეხვედრას ComCom-ის წევრი, ნათია კუკულაძე, ხოლო ჩოხატაურში ჩატარებულ შეხვედრას ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი გაუძღვნენ. შეხვედრების ფარგლებში, კომისიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია...
პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებით „ფორმულამ“, „ტვ პირველმა“ და „მთავარმა არხმა“...
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის”, „ტელეკომპანია პირველის“ და „ფორმულას“ მიერ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსება დაადგინა. მიმდინარე წლის ივნისში, აღნიშნულ ტელევიზიებში გავიდა რეკლამა, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საუბრობს საკუთარ წიგნზე, თუმცა, ამავდროულად, ხაზს უსვამს თუ რა აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, იძლევა წინასაარჩევნო დაპირებებს და როგორც თავად აცხადებს, წიგნში ევროკავშირში...
ComCom-ის მედიალაბში სტარტაპ-პროცესების მართვის შესახებ სემინარი ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მოქმედი სტარტაპერებისთვის ჩატარდა სემინარი „პროცესების მართვა სტარტაპში“, რომელსაც მედიალაბის წარმომადგენელი და მოწვეული სპიკერები გაუძღვნენ. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იმართება პროცესები სტარტაპში; როგორია პროდუქტისა და მომხმარებლის განვითარების უწყვეტი ციკლი; ამასთან, როგორ ვითარდება ახალი ციკლი წარსულ გამოცდილებებზე დაყრდნობით და როგორ უნდა დაინერგოს აუცილებელი...
ComCom-ის წარმომადგენლებმა ინტერნეტ-მმართველობის ევროპული დიალოგის ფარგლებში სესია გამართეს
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის სართაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებმა - ნინი გრძელიშვილმა და მზია გოგილაშვილმა, 2024 წლის ინტერნეტ-მმართველობის ევროპული დიალოგის (EuroDIG-2024) ფარგლებში გამართეს სესია „დაკავშირებადობის დერეფნები ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს, ასევე ევროპასა და აზიას შორის“. სესიას მოდერირება გაუწია ComCom-ის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე სიჭინავამ, ხოლო მისი...
ComCom-ის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს მიწვევით ეროვნული ექსპერტების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ
კომუნიკაციების კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე და მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ დახუნდარიძე, ევროპის საბჭოს განათლების საკოორდინაციო კომიტეტის (CDEDU) ინიციატივის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ სტრასბურგში გამართულ “ციფრული მოქალაქეობის განათლების” ეროვნული ექსპერტების სამუშაო შეხვედრებზე. ინიციატივა მიზნად “ციფრული მოქალაქეობის განათლების” (DCE) ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავებას ისახავს და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს,...
ComCom-მა ყვარლისა და თელავის სკოლის მოსწავლეები კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, ყვარლის N2 და თელავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა. საინფორმაციო შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, თამარ კარბაია გაუძღვა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა კონკურსის პირობებისა და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სემინარის ფარგლებში, მონაწილეები...
დაეუფლე ჟურნალისტიკას რეალურ გარემოში - ComCom-ის „მედიასკოლის სტუდია“ 4 თვიან პრაქტიკულ კურსზე კონკურსს...
კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლა ჟურნალისტიკით დაინტერესებული ნებისმიერი მიმართულების კურსდამთავრებულს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს, აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას „მედიასკოლის სტუდიაში“ გაიარონ 4 თვიანი ინტენსიური პრაქტიკული კურსი, სადაც შერჩეული კანდიდატები პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ საინფორმაციო სამსახურში მუშაობას, მედიაპროდუქტების დამოუკიდებლად შექმნას და მედიაპორტფოლიოს შევსებას შეძლებენ. კერძოდ, კურსის ფარგლებში, მონაწილეები...
ComCom-ის თავმჯდომარეობით საქართველოში პირველად ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელი საბჭოს...
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მას შემდეგ, რაც გასულ წელს საქართველო ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის (EAO) აღმასრულებელი საბჭოს 2024 წლის თავმჯდომარე გახდა, თბილისში EAO-ს სამუშაო შეხვედრა - „ბაზრის კონკურენტუნარიანობა - გავლენა ინდუსტრიასა და მცირე ქვეყნების მარეგულირებლებზე“ გაიმართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით კომუნიკაციების კომისიის წევრმა და EAO-ს აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს წარმომადგენელმა, ივანე მახარაძემ გახსნა და საქართველოში არსებული აუდიოვიზუალური...