ComCom-მა ქობულეთსა და ხელვაჩაურში 500-მდე მოქალაქესთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა
Log-in Georgia პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სამიზნე სოფლებში 30-მდე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, მათ შორის გვარაში, წყავროვკაში, ლეღვაში, ქაქუთში, აჭარისწყალში, მაღლაკონში, კაპნისთავში, კიბეში, მარადიდში, კირნათში, აჭარის აღმართში, ქედქედში, ზედა ჩხუტუნეთში, ქვედა ჩხუტუნეთში, ჩიქუნეთში, თხილნარში, ზედა თხილნარში, აგარაში, მახოსა და სიმონეთში. საინფორმაციო შეხვედრები ციფრული და სახელმწიფო ელექტრონული...
ComCom “მაგთისატის” გათიშვასთან დაკავშირებებით განცხადებას ავრცელებს
31 დეკემბრიდან იმ აბონენტებს, რომლებსაც „მაგთისატის“ მომსახურეობა გაეთიშებათ, სატელევიზიო მაუწყებლობის მიღება „აზერსპეისის“ თანამგზავრიდან შეუძლიათ. „აზერსპეის 46Е“ (Azerspace 46E) თანამგზავრიდან აბონენტები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თითქმის იმავე ქართული საინფორმაციო არხების მიღებას შეძლებენ უფასოდ, რომელსაც „მაგთისატი“ აწვდიდა. იმისთვის, რომ აბონენტებმა „აზერსპეისის’“ თანამგზავრიდან შეძლონ სიგნალის...
მედიალაბმა „იდეადრომში“ გამარჯვებული სტარტაპი Stori AI დააჯილდოვა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსის „იდეადრომის“ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. Stori AI კონკურსის გამარჯვებული სტარტაპია, რომელმაც მედიალაბისგან ფულად ჯილდოსთან ერთად, გლობალურ ასპარეზზე გასასვლელად ცოდნა და გამოცდილება მიიღო. კონკურსის ფარგლებში მონაწილე სტარტაპ გუნდებმა ერთ კვირიანი გადამზადება გაიარეს და გამოცდილ მენტორებთან ერთად, საკუთარი იდეების დახვეწასა და განვითარებაზე იმუშავეს. სემინარებს ექსპერტები ნიკა წიკალური, გრიგოლ აბაშიძე და თათული...
მედიააკადემიამ BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერის ნათია აბრამიას მასტერკლასი დაიწყო
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია „მასტერკლასს“ ნათია აბრამიას ონლაინ ლექციებით აგრძელებს და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ მაყურებელს 6 ვიდეო ლექციას სთავაზობს. ნათია აბრამია, რომელიც ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ცვლილებების მართვის და ხარისხის გაუმჯობესების მენეჯერია, მაყურებელს BBC-ში 16-წლიანი მუშაობის შედეგად დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს. მისი ონლაინ ლექციებით დაინტერესებული ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ მართონ მედიაპროექტები და კრეატიული გუნდები...
მედიალაბმა გეიმდეველოპერულ კონფერენციას უმასპინძლა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში მედიალაბის ორგანიზებით, Digital Road Studios-სთან თანამშრომლობით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით, გეიმდეველოპერული კონფერენცია გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება მედიალაბის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩაჩანიძემ „ჯიტას“ სტრატეგიული განვითარების სპეციალისტთან ზურაბ ძიძიგურთან ერთად გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობა ადგილობრივმა და საერთაშორისო გეიმდეველოპერებმა მიიღეს. ორი დღის განმავლობაში მედიალაბსა და მედიააკადემიაში...
ComCom-მა „TV პირველი“, „რუსთავი 2“ და „ალტ ინფო“ კანონდარღვევის გამო გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველი“ პროდუქტის განთავსების (Product Placement) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევის გამო, „რუსთავი 2“ მაგარი სპირტიანი სასმელის განთავსების, ხოლო „ალტ ინფო“ გადაცემის არასახელმწიფო ენაზე, სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების გარეშე განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა. ტელეკომპანია პირველის შემთხვევაში საქმე ეხება გადაცემას „დილის Live“, რომელიც სამაუწყებლო ბადეში არსებული...
კომუნიკაციების კომისია და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ
კომუნიკაციების კომისია და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებებით ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო და სამეცნიერო რესურსებს გააზიარებენ, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, სტუდენტებისა და ლექტორებისთვის სასწავლო სესიები, სემინარები და კონფერენციები ჩატარდება. სტუდენტების ჩართულობით, ასევე განხორციელდება ერთობლივი პროექტები, როგორც...
ComCom-მა ზუგდიდში მედიის ეკონომიკასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში 190 მოსწავლე გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ზუგდიდის N2 და N4 საჯარო სკოლებში 190 მოსწავლე გადაამზადა. დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს სემინარები კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა“ და „Happy Onlife“-ის ფარგლებში ჩაუტარდათ. სემინარები კომუნიკაციების კომისიამ ასევე თელავში, გურჯაანში, ზესტაფონში, ქუთაისში, სენაკსა და ლანჩხუთში ჩაატარა. მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებში საჯარო სკოლების 1000-მდე მოზარდი გადამზადდა. IX...
ComCom-მა საერთაშორისო პარტნიორებს ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების ტენდენციები წარუდგინა
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს საქართველოში ტელეკომუნიკაციების სექტორის რეგულირებისა და განვითარების ტენდენციები წარუდგინეს. როგორია კონკურენციის რეგულირება ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში, რა უფლებამოსილებები აქვს კომუნიკაციების კომისიას კონკურენციის სამართლის აღსრულების კუთხით და რა ტენდენციებია საქართველოში რეგულირებად ბაზრებზე - აღნიშნულ თემებზე აშშ-ს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებული ღონისძიების...
ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში სენაკსა და ლანჩხუთში 252 მოსწავლე ჩაერთო
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, მოზარდების გადამზადებას განაგრძობს. კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა“ და „Happy Onlife“-ის ფარგლებში სემინარები სენაკისა და ლანჩხუთის N1 და N3 საჯარო სკოლებში ჩატარდა. მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევები დამატებით დაწყებითი და მაღალი კლასის 252 მოსწავლემ განივითარა. მედიაწიგნიერების პროექტი „მედიის ეკონომიკა“, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია...
                