წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
მაისი
13, 2022
14:59

კომუნიკაციების კომისიის წევრი ივანე მახარაძე EPRA-ს 55-ე კონფერენციას დაესწრო

მაისი 13, 2022 14:59

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ და კომისიის წარმომადგენლებმა მარეგულირებელი ორგანოების ეროვნული პლატფორმის - EPRA-ს 55-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა 11-13 მაისს, ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში გაიმართა.  მარეგულირებელი ორგანოების ეროვნულ პლატფორმაზე სხვა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, როგორიც არასრულწლოვნებზე რეკლამის მავნე ზეგავლენაა.  ამასთან EPRA-ს ფარგლებში განიხილეს რა როლი და მნიშვნელობა აქვს...

მაისი
13, 2022
10:43

კომუნიკაციების კომისიამ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში ოზურგეთში 21 პედაგოგი გადაამზადა

მაისი 13, 2022 10:43

კომუნიკაციების კომისიამ პროექტის „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ ფარგლებში, ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის 21 პედაგოგი სპეციალურად შექმნილი მოდულით გადაამზადა. მასწავლებლებმა დეზინფორმაციასთან გამკლავების მექანიზმების, ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის ინსტრუმენტების შესახებ მიიღეს ცოდნა. პროექტში მიღებულ გამოცდილებას პედაგოგები მოსწავლეებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარების მიზნით,...

მაისი
11, 2022
11:04

მედიალაბის სტარაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ იწყება

მაისი 11, 2022 11:04

ციფრული მედიის სფეროში ინოვაციური ბიზნესიდეების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, კომუნიკაციების კომისიის „მედიალაბმა“ სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ მეოთხედ გამოაცხადა.  მედიალაბის მიზანი პოტენციური სტარტაპერების აღმოჩენა და მათთვის იდეების რეალობად ქცევაში დახმარებაა. კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო სტარტაპიდეები გამოვლინდება, რის შემდეგაც გამარჯვებული გუნდები ერთი კვირის განმავლობაში ტრენინგებს გაივლიან. შერჩეულ გუნდებს ექნებათ შესაძლებლობა მომავალი...

მაისი
10, 2022
10:46

კომუნიკაციების კომისიამ „მედიის ეკონომიკაში“ ოზურგეთის N2 სკოლის მოსწავლეები გადაამზადა

მაისი 10, 2022 10:46

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ოზურგეთის N2 სკოლის IX-X კლასის 21 მოსწავლე „მედიის ეკონომიკაში“ გადაამზადა. ტრენინგის ფარგლებში, მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. მოზარდებმა ასევე ისწავლეს, თუ რა როლი აქვს თითოეულ მომხმარებელს სოციალური მედიის დაფინანსებაში და როგორ მუშაობს ზოგადად სოციალური მედიის ეკონომიკა. მედიაწიგნიერების პროექტი „მედიის ეკონომიკა“,...

მაისი
05, 2022
16:13

კომუნიკაციების კომისიამ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ კომპანიებში 100%-იანი წილების გასხვისებაზე თანხმობა გასცა

მაისი 05, 2022 16:13

კომუნიკაციების კომისიამ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ კომპანია „ვიონ ჯორჯია ჰოლდინგ B.V“-ის კუთვნილ „ვოთერთრაილ ინდასტრიზისა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილის გასხვისებაზე თანხმობა გასცა.  კომუნიკაციების კომისიას „ვიონი საქართველომ“ ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარიას მიერ „ვიონ ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-სგან „ვოთერთრაილ ინდასტრიზისა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილების შეძენაზე...

მაისი
05, 2022
11:08

კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში...

მაისი 05, 2022 11:08

ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობას, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“  მონაწილეებს, ციფრულ მოხალისეებს, პროგრამაში ჩართულ ადგილობრივ სამოქალაქო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ადგილობრივი ინტერნეტ კომპანიების წარმომადგენლებს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ. შეხვედრების მიზანი იყო მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები ადგილზე...

მაისი
03, 2022
11:00

ოზურგეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა პროექტ „Happy Onlife“-ის დახმარებით ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ისწავლეს

მაისი 03, 2022 11:00

კომუნიკაციების კომისიამ ოზურგეთის N2 სკოლის III კლასის 25 მოსწავლეს “Happy Onlife”-ის აპლიკაცია გააცნო. ტრენინგის ფარგლებში, აპლიკაციის დახმარებით, მოსწავლეებმა თამაშის გზით ისწავლეს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები. ასევე მიიღეს ინფორმაცია, როგორ დაიცვან თავი ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან და  კიბერბულინგისგან. “Happy Onlife” - ეს არის ონლაინ აპლიკაცია მოზარდებისთვის, რომლის მიზანია, ბავშვებმა თამაშის გზით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და...

აპრილი
29, 2022
11:14

ივანე მახარაძემ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს მედიაგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

აპრილი 29, 2022 11:14

კომუნიკაციების კომისიის წევრი ივანე მახარაძე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს ტერეზა რიბერიოს შეხვდა. ივანე მახარაძემ ტერეზა რიბერიოს  საქართველოში არსებულ მედია გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე გააცნო ის მიღწევები, რაც ქვეყანას მედიის თავისუფლების მიმართულებით აქვს. ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ივანე მახარაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება და პლურალიზმი სრულად დაცულია, ამასთან მახარაძემ შეხვედრის...

აპრილი
27, 2022
11:00

რადიოსიხშირული რესურსის ეფექტიანი გამოყენებისთვის, კომუნიკაციების კომისია ეროვნულ გეგმას განაახლებს

აპრილი 27, 2022 11:00

მომხმარებლებისთვის ინოვაციური მომსახურების მიწოდებისა და  ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, კომუნიკაციების კომისია რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმას განაახლებს. ეროვნული გეგმის განახლება ხელს შეუწყობს თანამედროვე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების დანერგვას, ასევე ამოწურავდი რესურსის ეფექტიან გამოყენებას და მართვას. კომუნიკაციების კომისიამ ეროვნულ გეგმაში შესატანი ცვლილებები ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU)...

აპრილი
20, 2022
10:45

ნომრის პორტირება გამარტივდება

აპრილი 20, 2022 10:45

მომხმარებლებისთვის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ნომრების პორტირების  გამარტივების მიზნით, კომუნიკაციების კომისია პორტირების ახალ წესებს დაამტკიცებს.   რეგულაციის მიზანია, აბონენტებმა სურვილის შემთხვევაში, ადვილად შეძლონ ერთი კომპანიიდან მეორეში გადასვლა ისე, რომ ნომერი არ შეიცვალონ. „პორტაბელურობის დებულებაში“ ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსთან. აღნიშნული ცვლილებები გაზრდის კონკურენციას, რაც პოზიტიურად  აისახება...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები