მედიალაბმა „იდეადრომის“ გამარჯვებული სტარტაპერები დააჯილდოვა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსის „იდეადრომის“ ორი გამარჯვებული გამოავლინა. Pharao და Skilltape, ესენი არიან კონკურსის გამარჯვებული სტარტაპერები, რომლებსაც გლობალურ ასპარეზზე გასასვლელად მედიალაბში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარებათ. ერთი კვირის მანძილზე სტარტაპ გუნდებმა გამოცდილ მენტორებთან ერთად, საკუთარი იდეების დახვეწასა და განვითარებაზე, მათ შორის სტარტაპიდეის ვალიდაციაზე, გუნდის მართვაზე, სტრატეგიებზე, პროტოტიპირებასა და პროდუქტის...
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების კონკურსის ფარგლებში მოსწავლეების გადამზადებას განაგრძობს
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში 55-ე სკოლის მოსწავლეები გადაამზადა. ტრენინგს IX და X კლასის 35 მოსწავლე დაესწრო. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მექანიზმების შესახებ. ტრენინგზე მიღებული ცოდნა მოსწავლეებს საკონკურსო ნამუშევრების მომზადებაში დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომლის მიზანი ლოგიკური...
მედიალაბმა იდეადრომში 5 საუკეთესო სტარტაპ იდეა გამოავლინა
მედიალაბის სტარტაპ იდეების კონკურსში „იდეადრომი“ ხუთი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. კონკურსის ფარგლებში შერჩეული გუნდები მედიალაბში ერთკვირიან ტრენინგებს გადიან. ფინალისტებს აქვთ შესაძლებლობა მომავალი საქმიანობისთვის საჭირო ცოდნა მიიღონ და საკუთარი სტარტაპიდეები გლობალურ ბაზარზე გასატანად მოამზადონ. კონკურსის შედეგად შერჩეული სტარტაპერები ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივებაზე, საგანმანათლებლო გეიმინგზე, ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვის მექანიზმებსა და ინფორმაციაზე...
კომუნიკაციების კომისიისა და სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
კომუნიკაციების კომისიამ ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის ხელმძღვანელობას უმასპინძლა. სომეხ კოლეგებს კომუნიკაციების კომისიის წევრები და თანამშრომლები შეხვდნენ. მარეგულირებლებს შორის მედიისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ და სომხეთის რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან ჰაკობიანმა...
ოზურგეთის 10 სოფლის მოსახლეობას ციფრული სერვისების გამოყენებაში ტრენინგი ჩაუტარდა
კომუნიკაციების კომისიამ, „Log-in Georgia“-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - მაკვანათის, დვაბზუს, ბახვის, სილაურის, ბაღდადის, ჯუმათის, ლიხაურის, ასკანას, კონჭკათისა და ჭალის მოსახლეობისთვის 10 ტრენინგი ჩაატარა. სპეციალურად შექმნილი პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა ისეთ მნიშვნელოვან თემებში გადამზადდა, როგორებიცაა: ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, ინფორმაციის მოძიების მეთოდები, ინტერნეტი კომუნიკაციისთვის -...
კომუნიკაციების კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსები გამოაცხადა
კომუნიკაციების კომისიამ თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ზემო სვანეთისა და გურიის სამაუწყებლო ზონებში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. ლიცენზიის მაძიებელმა 2022 წლის 4 ივლისის 17:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს ახალი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც იქნება ძირითადად ერთი თემატიკის და არ მოიცავს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს. კონკურსში მონაწილეობა ეზღუდებათ იმ რადიომაუწყებელს, რომლებსაც...
კომუნიკაციების კომისიაში ლატვიის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრები ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიამ, რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის მართვის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ლატვიის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (ECO) ექსპერტებს უმასპინძლა. ორდღიანი სამუშაო ვიზიტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციონალური განვითარების, ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) პროექტის ფარგლებში გაიმართა. ორდღიანი სამუშაო შეხვედრების მიზანი გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ოყო. შეხვედრის...
ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის პირველ კვარტალში 11.3%-ით გაიზარდა
2022 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 10.6%-ით გაიზარდა და 17.8 მილიონი ლარი შეადგინა. ტელევიზიების კომერციული რეკლამიდან მიღებული თანხა 16.3 მილიონი ლარია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11.3%-თაა გაზრდილი. ტელემაუწყებლობის სარეკლამო შემოსავლების 75.6% რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სარეკლამო შემოსავალში 14.3%-ია, რაც წინა წელთან შედარებით 6.3%-ითაა გაზრდილი. 2022 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო კომერციული სარეკლამო...
კომუნიკაციების კომისიის წევრებმა ჩეხ სენატორებს ქართულ მედიაში არსებული გამოწვევები და მიღწევები გააცნეს
კომუნიკაციების კომისიამ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის მედიის კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. სენატის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ირჟი რუსიცკას კომუნიკაციების კომისიის წევრები: ვახტანგ აბაშიძე, ივანე მახარაძე და ნათია კუკულაძე შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული მედია გარემო იყო. კომუნიკაციების კომისიის წევრებმა ჩეხ სენატორებს მედიის მიმართულებით კომისიის საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მხარეებმა მედიის თავისუფლების კუთხით მიღწეულ შედეგებსა და...
„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ - ბასა ჯანიკაშვილის ტრენინგი მედიააკადემიაში
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი „როგორ მოვძებნოთ მთავარი გმირი?“ ჩაატარა. ინტერაქციული ტრენინგის ფარგლებში, ჟურნალისტებმა დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილთან ერთად იმუშავეს. ტრენინგი თანამედროვე მედიის ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხებოდა, როგორიცაა ამბის დრამატურგია და ამბის თხრობის თანმიმდევრობის განსაზღვრა. როგორ ვაქციოთ ამბავი ისტორიად, ასევე, როგორ მოვახდინოთ ამბის სხვადასხვა რაკურსით გაშლა და მისი კრიტიკული ანალიზი - სწორედ...