„Storytelling - როგორ მოვყვეთ ამბავი საინტერესოდ“ - მედიააკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის სერტიფიცირებული უორკშოპი ჩაატარა. „Storytelling - როგორ მოვყვეთ სატელევიზიო ამბავი საინტერესოდ“, ამ თემაზე ინტერაქციული ტრენინგის ფარგლებში, მსმენელებს გამოცდილება რეპორტიორმა მარიკა ბაკურაძემ გაუზიარა. როგორ მოვყვეთ ამბავი ვრცელ რეპორტაჟში და დავაინტერესოთ მაყურებელი, რით განსხვავდება ვრცელი რეპორტაჟი საინფორმაციო გამოშვების ახალი ამბებისგან, როგორ დავიწყოთ ამბის თხრობა, ვაჩვენოთ ავტორის...
ნათია კუკულაძემ, ვებსტერის უნივერსიტეტის ორგანიზებით, მასტერკლასი ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორ ტომას კლეინერთან ერთად, ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში მედია კომუნიკაციების თემაზე მასტერკლასი ჩაატარა. სასწავლო სემინარის ფარგლებში, ნათია კუკულაძემ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიაწიგნიერების მნიშვენლობაზე ისაუბრა. განიხილა მაგალითები, თუ რატომ უნდა შექმნან და დანერგონ stratcomm-ის სისტემები ორგანიზაციებმა. სპიკერმა კრიზისული კომუნიკაციის დროს სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელოვან როლზე...
2021 წელს ტელევიზიებმა 18.4 მილიონი ლარით მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს
2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, მაუწყებლების კომერციული სარეკლამო შემოსავლები 30%-ით გაიზარდა. 2021 წელს კომერციულმა სარეკლამო შემოსავლებმა 79.8 მილიონი ლარი შეადგინა, 2020 წელს კი კომერციული სარეკლამო შემოსავლები 61.4 მილიონი ლარი იყო. შედეგად, კომერციული სარეკლამო შემოსავლები ტელემაუწყებლებში, გასულ წელთან შედარებით, 18.4 მილიონი ლარით გაიზარდა. კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგს და განცხადებებს მოიცავს. 2021 წელს სატელევიზიო...
მედიააკადემია „მასტერკლასს“ გიორგი ხაბურზანიას ლექციებით აგრძელებს
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია „მასტერკლასს“ გიორგი ხაბურზანიას ონლაინ ლექციებით აგრძელებს. გიორგი ხაბურზანია 22 წელია მედიამენეჯერი და პროდუსერია. ის წლებია ყველაზე პოპულარული ქართული მეგაშოუების "ნიჭიერის", "მასტერშეფის", "საქართველოს ვარსკვლავის" მთავარი პროდიუსერია. ყველას, ვისაც აინტერესებს, როგორ იქმნება მეგაშოუები და მაღალი ხარისხის სატელევიზო პროდუქტი, მედიასკოლა აძლევს შესაძლებლობას უფასოდ, ონლაინ ლექციებით პროფესიონალი მედიამენეჯერისა და პროდუსერის გიორგი...
კომუნიკაციების კომისია დეზინფორმაციასთან გამკლავებაში დამატებით 200 პედაგოგს გადაამზადებს
კომუნიკაციების კომისია დეზინფორმაციასთან გამკლავებაში საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგების გადამზადებას განაგრძობს. პროექტი „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ მასწავლებლების მხრიდან მაღალი მოთხოვნის საფუძველზე განახლდა. ტრენინგები ორი თვის განმავლობაში 10 რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ჩატარდება. თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ზემო სვანეთში, აჭარაში,...
„ალტ ინფოს“ წინააღდეგ საჩივარი კანონით თვითრეგულირების ორგანოს განსახილველია
კომუნიკაციების კომისიამ „ალტ ინფოს“ წინააღმდეგ ედუარდ მარიკაშვილის საჩივარი დაუშვებლად სცნო, რადგან მაუწყებლობის შესახებ კანონით ომის პროპაგანდის გავრცელების შემთხვევაში რეაგირება, მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი. კომუნიკაციების კომისიამ საკითხის შესწავლისას მიიჩნია, რომ საჩივარში მოყვანილი მსჯელობები სცდება ცალკეული დანაშაულის გამართლების ფარგლებს და გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა. ომის პროპაგანდა თავისი არსით ისეთი...
პროპაგანდა ომისა და მშვიდობიანობის დროს - მედიააკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ჟურნალისტებისთვის ფსიქოლოგ რუსუდან გორგილაძის ტრენინგი ჩაატარა. სემინარის თემა ომისა და მშვიდობიანობის დროს პროპაგანდას, მისი გავრცელების გზებსა და მავნე ზეგავლენას ეხებოდა. ფსიქოლოგმა ჟურნალისტებს ისტორიული მაგალითების საფუძველზე გაუზიარა ცოდნა და ინფორმაცია, როგორ უნდა დაიცვან საზოგადოება საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომისგან. ტრენერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა განსაკურებული როლი და გავლენა აქვს პროპაგანდას საომარი მოქმედებების...
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ 66 სტუდენტისგან 3 გამარჯვებული და ჟიურის რჩეული გამოვლინდა, რომლებსაც ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცათ. კონკურსის გამარჯვებულებსა და იმ სტუდენტებს, რომლებმაც გამორჩეული ნამუშევრები წარმოადგინეს, კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაში დაეხმარება და სერტიფიცირებულ ტრენინგებს ჩაუტარებს. 15 საუკეთესო ნაშრომის ავტორი სტუდენტი BBC აკადემიის სასწავლო მასალებსა და მედიაწიგნიერების დეპარტამენტის მიერ შექმნილ...
საქართველოს და აშშ-ს კომუნიკაციების კომისიებმა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ (COMCOM) და ამერიკის ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ (FCC) მედია და ტელეკომ პოლიტიკის საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიზანია, COMCOM-მა და FCC-იმ სატელეკომუნიკაციო და მედია პოლიტიკის მიმართულებით, კონკურენციის, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას და ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრას შეუწყონ ხელი. საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, ამერიკის...
კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ უკანონოდ გასხვისებული წილების დასაბრუნებლად ვადა 29 აპრილამდე...
კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ წილების კანონდარღვევით გასხვისების გამო სამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ ცნო და ნასიბ ჰასანოვისთვის უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა 2022 წლის 29 აპრილის ჩათვლით განუსაზღვრა. გასული წლის ოქტომბერში კომუნიკაციების კომისიამ კომპანიას წილების დაბრუნება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაავალდებულა, თუმცა აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა. შეგახსენებთ, რომ „კავკასუს ონლაინის“...