ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის ციფრული მარკეტინგის შესახებ სემინარი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპერებისთვის ციფრული მარკეტინგის შესახებ სემინარი „სტარტაპ მარკეტინგი: ზრდის სტრატეგიები“ ჩატარდა, რომელსაც ციფრული მარკეტერი და AdMagica-ს თანადამფუძნებელი, გიგი კურტანიძე გაუძღვა. აღსანიშნავია, რომ AdMagica მედიალაბის კონკურსის - „იდეადრომის“ გამარჯვებულია და წარმოადგენს AI-ზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც ციფრული არხებისთვის ავტომატიზებულ და ეფექტურ სარეკლამო ვიზუალებს ქმნის.
შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: შეთავაზების ტესტირება და მარკეტინგული Funnel-ის აგება; კონტენტ სტრატეგიის აწყობა ნულიდან; AI-ის გამოყენება და უფასო ინსტრუმენტები; კონტენტ კრეატორებთან და ინფლუენსერებთან მუშაობის მეთოდები; წარმატებული Facebook & TikTok რეკლამის შექმნა მინიმალური ბიუჯეტით და ეფილიეტ მარკეტინგის უპირატესობები სტარტაპერებისთვის. ამასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ თუ როგორ ფიქრობენ წარმატებული სტარტაპერები ციფრულ მარკეტინგზე და როგორ მიაღწიონ სასურველ შედეგს მცირე ბიუჯეტით.
სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით, ComCom-ის მედიალაბი უკვე მეექვსე წელია მნიშვნელოვან შეხვედრებსა და კომპეტენციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სრულიად უფასოდ ატარებს.