ვთხოვთ სასამართლოს 10 მაუწყებელი ფინანსური პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს
კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედს“, „სტუდია მაესტროს“, „პოსტვ-ს“, „ფორმულას“, ასევე, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, „ტელეკომპანია პირველს“, „ტელეკომპანია კავკასიას“, „პალიტრანიუსს“ „მედია ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმზს“ და „სილქ მედიას“ სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა, თუმცა, მაუწყებლების მიერ სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისად, სასამართლოს მათი ფინანსური...
ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის ინტენსიური სწავლება მიმდინარეობს
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში აქტიურად მიმდინარეობს „მედიასკოლის სტუდიის“ ინტენსიური 4 თვიანი პრაქტიკული კურსი, რომელიც ჟურნალისტიკით დაინტერესებული 15 სტუდენტისთვის პროფესიის სრულფასოვნად დაუფლებასა და მრავალფეროვანი მედიაპორტფელის შექმნას ემსახურება, რაც თითოეულ მათგანს, ჟურნალისტიკის სფეროში კარიერის დაწყებისა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს. კურსი მოიცავს ჟურნალისტიკის მიმართულებით როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს, რომლის შესრულების შემდგომ,...
ComCom-მა ლენტეხსა და ცაგერში 760 ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ლენტეხსა და ცაგერში სულ 760 ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში გადაამზადა. ბენეფიციარები სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ. „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ 2022...
ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორიის მედიაწიგნიერების გზამკვლევს 70-მდე ორგანიზაციასთან ერთად მხარს ComCom-იც...
კომუნიკაციების კომისიამ, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, მხარი დაუჭირა ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორიის (EDMO) მიერ შექმნილ მედიაწიგნიერების ინიციატივების გზამკვლევს. გზამკვლევი მედიაწიგნიერების მიმართულებით ინიციატივების ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება, რომელიც თავის მხრივ შესაბამის რეკომენდაციებსა და საერთაშორისო მაგალითებს მოიცავს. გზამკვლევი შედგება მედიაწიგნიერების ინიციატივების შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების ეტაპებისგან, რომლებიც...
ComCom-ის მედიალაბმა ორგანიზაციაში სტრესის მართვის შესახებ სემინარი ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და გამოცდილი სტარტაპერებისთვის სემინარი „როგორ გავხადო სამუშაო გარემო ნაკლებ სტრესული ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის“ ჩატარდა. შეხვედრას პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების მენტორი, გვანცა ბარაბაძე გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს სტრესის მართვის თვალსაზრისით, მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა. ტრენინგის ფარგლებში, სტარტაპერები გაეცნენ დატვირთულ სამუშაო გარემოში სტრესის მართვის მექანიზმებს; თანამშრომელთა გამოფიტვის ადრეულ ნიშნებს; შრომისა და...
მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა და მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნეს მედიაწიგნიერების დღე თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც მასწავლებლებთან ერთად იმსჯელეს ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე...
ComCom-მა „ტელეიმედი“ და „რუსთავი 2“ „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ საჩივრების საფუძველზე „საარჩევნო...
კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკური გაერთიანებების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ საჩივრების საფუძველზე, „ტელეიმედსა“ და „რუსთვი 2“-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა. საჩივრების თანახმად, მიუხედავად ტელევიზიებისთვის ფასიანი პოლიტიკური რეკლამის წარდგენისა, ასევე, იმავე საკითხზე ComCom-ის და სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, რომლის ფარგლებშიც ორივე ტელევიზია ფასიანი...
„მაგთიკომმა“ 5G-ის დასანერგად 7 აუქციონში გაიმარჯვა და 149 025 808 ლარის სიხშირეები შეიძინა
კომუნიკაციების კომისიის მიერ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომი“ დამატებით ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებული გახდა. კერძოდ, კომპანიამ 15 წლის ვადით მოიპოვა 2600 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზიები. აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონში გამოტანილი ლოტების საფასურმა სულ 23 097 816 ლარი შეადგინა, რომლის 30% „მაგთიკომმა“ სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადაიხადა, ხოლო დარჩენილი 70% ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა...
„მაგთიკომმა“ 5G-ის დასანერგად დამატებითი ლიცენზიები 77 125 735 ლარად მოიპოვა
კომუნიკაციების კომისიამ 5G-ის დასანერგად მეორედ ჩატარებულ აუქციონში „მაგთიკომი“ ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოაცხადა და მას შესაბამისი სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიები მიანიჭა. კერძოდ, აუქციონის ფარგლებში, „მაგთიკომს“ 700, 800 და 3410-3710 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზია 15 წლის ვადით მიენიჭა. ლოტების საფასურმა სულ 77 125 735 ლარი შეადგინა, რომლის 30% ოპერატორმა სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადაიხადა, ხოლო დარჩენილი 70% კი ლიცენზიის გაცემიდან...
ComCom-ის მედიააკადემიაში საგანგებო მოვლენების გაშუქების პრაქტიკული კურსი ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „საგანგებო მოვლენების გაშუქება და უსაფრთხოების სტანდარტი“ ჩატარდა. შეხვედრას ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი და უსაფრთხოების ექსპერტი, ირაკლი ანდრონიკაშვილი უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს. ორდღიან პრაქტიკულ კურსზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა საგანგებო მოვლენების უსაფრთხოდ გაშუქების სტრატეგიები; მედიის...