წვდომის მენიუ

ივნისი 24, 2025 14:52

ComCom-ის წარმომადგენლებმა სპექტრის მართვის ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, და სპექტრის მართვის ჯგუფის უფროსმა, გიორგი პაპავამ, ბრიუსელში გამართულ სპექტრის მართვის რიგით მე-20 ევროპულ კონფერენციაში (ESMC) მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ევროპული ციფრული ქსელების ინიციატივა (Digital Networks Act); GSO/NGSO თანამგზავრული სისტემების თანაარსებობა; 7.125–8.5 გჰც დიაპაზონის სამომავლო გამოყენება; მობილური ქსელებისთვის 6GHz და sub-700 MHz შუა სიხშირული დიაპაზონების ღირებულების მაქსიმიზაცია; მსოფლიო რადიოკომუნიკაციების კონფერენციისთვის (WRC-27) საერთო ევროპული პოზიციის და პრიორიტეტების განსაზღვრა და სხვა.

ღონისძიება სპექტრის მართვის პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. კონფერენციას 300-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის - ევროკომისიის სატელეკომუნიკაციო სექტორის, ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო და ევროპული სატელეკომუნიკაციო გაერთიანებების, წამყვანი დარგობრივი ასოციაციებისა და ევროპული სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები