ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ წარუდგინა
კომუნიკაციების კომისიამ, სკოლამდელ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლებსა და საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებსა და მეთოდისტებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადრეული ასაკიდან მედიაწიგნიერების უნარების განვითარების მნიშვნელობასა და საგანმანათლებლო პროცესში შესაბამისი რესურსების გამოყენებაზე. ComCom-ის წარმომადგენლებმა წარადგინეს კომისიის მიერ გამოცემული და ქართულ ენაზე ადაპტირებული გზამკვლევი...
ComCom-ის წევრმა ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელი საბჭოს 76-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის (EAO) აღმასრულებელი საბჭოს რიგით 76-ე შეხვედრასა და თავმჯდომარე ქვეყნის, ნორვეგიის, მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელი საბჭოს 76-ე შეხვედრის მიზანს 2027 წლის სამოქმედო გეგმის მიღება, 2027 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და EAO-ს აღმასრულებელი საბჭოს ბიუროს წევრების არჩევა წარმოადგენდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში...
ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ თერჯოლაში დაიწყო
კომუნიკაციების კომისია თერჯოლის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების, სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან. კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინტერნეტის ფუნქციურ და პრაქტიკულ გამოყენებას და მასში მონაწილეობა...
ComCom-მა მედია და ინფორმაციული წიგნიერების ფორუმი ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ფორუმი „თითოეულის როლი მნიშვნელოვანია - მედიაწიგნიერება ყველასთვის” გაიმართა. ღონისძიებამ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები, განათლების სფეროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები გააერთიანა. ფორუმი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის განათლების,...
ComCom-მა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა
კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ რადიოპრიორიტეტების კვლევაში მონაწილე რესპოდენტების უმრავლესობის - 42%-ის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნად რადიომაუწყებლის ტიპს, რომლის დამატების საჭიროებაც არსებობს, სპეციალიზებული რადიო წარმოადგენს, მაშინ, როდესაც გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ საერთო რადიოს დამატების საჭიროება დგას. ამასთან, გამოკითხულთა თითქმის სრული უმრავლესობა - 74% თვლის, რომ რადიოები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა მაუწყებლობდნენ,...
ComCom-ის წევრმა ნათია კუკულაძემ მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ალტერბრიჯის...
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მიერ გამართულ საჯარო ლექციაში „ნავიგაცია ინფორმაციის ეპოქაში: მედიაწიგნიერება, ონლაინ უსაფრთხოება და ჩრდილოეთ ევროპის გამოცდილება“ (Navigating the Information Age: Media Literacy, Online Safety and the Nordic Experience) მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას,...
Comcom-ის „მედიასკოლის სტუდიამ“ ჟურნალისტიკის სწავლების 4 თვიან კურსზე მიღება დაიწყო
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის „მედიასკოლის სტუდიამ“ პრაქტიკულ 4-თვიან კურსზე მეხუთე ნაკადის მიღება დაიწყო. შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, ჟურნალისტიკით დაინტერესებული 14 სტუდენტი შეირჩევა, რომელთაც ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სრულიად უფასოდ დაეუფლონ ჟურნალისტიკისთვის ყველა საჭირო ცოდნასა და უნარს, დაიწყონ კარიერა და დასაქმდნენ მედია სფეროში. II-IV კურსის სტუდენტებმა და ბაკალავრებმა, ვისაც აქვს სურვილი ჟურნალისტის პროფესიას...
საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობა გამართეს, რომლებიც კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ნამდვლი და ყალბი ინფორმაციის გარჩევას, ინფორმაციის გადამოწმებასა და ციფრული გარემოს უსაფრთხოდ გამოყენების ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა. მედიაწიგნიერების დღის ფარგლებში კომუნიკაციების...
ComCom-მა ტელეკომ ოპერატორებს კომპლექსური კვლევის პირველადი შედეგები გააცნო
კომუნიკაციების კომისიამ და კომპლექსური კვლევის ექსპერტებმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც დაინტერესებულ მხარეებს ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში ერთ-ერთი ბაზრის კვლევის წინასწარი შედეგები გააცნეს. შეხვედრაზე განხილული იყო კვლევის ძირითადი შედეგები, რომელთა მიხედვითაც, იურიდიული პირი აბონენტებისთვის შეთავაზებული მაღალი ხარისხის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების საცალო ბაზარი ეფექტიანად კონკურენტული არ არის. აღნიშნული...
ComCom მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს უკვე მეექვსედ უერთდება
კომუნიკაციების კომისია UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს, რომელიც ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლოს აღინიშნება, უკვე მეექვსედ უერთდება და საზოგადოებას მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. ComCom-ის ორგანიზებით საქართველოში კვირეული 26–30 ოქტომბერს სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებულ საგანმანათლებლო და ინტერაქციულ აქტივობებს გააერთიანებს. ღონისძიებების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია პარტნიორებთან ერთად თემატურ ვებინარებს ჩაატარებს, ტრადიციულად საქართველოს მასშტაბით...
