19 ნოემბრის სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
კომუნიკაციების კომისიის 19 ნოემბრის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს:
კომისიამ შპს „სელფი მობაილს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება მიანიჭა.
კომისიამ შპს „იულაინსა“ და შპს „ალტალინკს“ ავტორიზაცია შეუჩერა, ხოლო შპს „დაიზენის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.
შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისს“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება, ხოლო თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებს რადიოსიხშირეები მიანიჭა.
კომისიამ სს „სილქნეტისა“ და შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენის“ შერწყმაზე წინასწარი თანხმობა გასცა.
ააიპ „ასოციაცია ათინათის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B48 ლიცენზია მოდიფიცირდა.
კომისიამ შპს „ტელეიმედი“ და „რუსთავი 2” კანონდარღვევისთვის 2500-2500 ლარით დააჯარიმა.
