კომუნიკაციების კომისიის მონიტორები წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტმა, რასტო...
კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 1 სექტემბერს დაიწყებს და 50-მდე სამაუწყებლო არხის რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. კომუნიკაციების კომისიის მონიტორები ოთხდღიანი ტრენინგის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რასტო კუზელმა გადაამზადა. ექსპერტმა კომუნიკაციების კომისიის მონიტორებს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, წინასაარჩევნო კამპანიის...
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებულები გამოავლინა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ რიგით მესამე დაჯილდოების ღონისძიება ჩაატარა. მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეების რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო. 185 მაღალი ხარისხის და საინტერესო ნაშრომიდან, მაღალი კონკურენციის პირობებში,...
5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო პროცესი დასრულდა
2020 წლის 24 აპრილს კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნდა „5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტი“. აღნიშნულ დოკუმენთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ მიიღო კითხვები შპს „მაგთიკომისგან“ და სს „სილქნეტისგან“. საკონსულტაციო რეჯიმის ფარგლებში შედგა ონლაინ შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებსა და საკონსულტაციო კომპანია „ერნსტ ენდ იანგის“ წარმომადგენლებს შორის, რომელიც ემსახურებოდა საფასურის დაანგარიშებასთან...
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების აჭარაში განხორციელებას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტით...
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას აჭარის რეგიონში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს. ახალი სასწავლო წლიდან კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში, უნივერსიტეტთან ერთად, აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც ჩაერთვებიან. კომისიასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება უკვე შედგა. თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები მიიღებენ...
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად...
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას ახალი სასწავლო წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტებში BTU-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ჩაერთვებიან. თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, ერთობლივი სესიები და კონფერენციები ჩატარდება. შემუშავდება ასევე, რეკომენდაციები მედიაწიგნიერების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სილაბუსების...
კომუნიკაციების კომისია: მივმართავთ ორგანიზაციას „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გადაამოწმოს ფაქტები და მხოლოდ...
კომუნიკაციების კომისია შეშფოთებას გამოთქვამს ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ მედიას და „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს ეხება. 20 ივლისს გამოქვეყნებული სტატია სათაურით - „ქართულ მედიაზე წინასაარჩევნოდ გაძლიერებული ზეწოლა“, არასწორ ფაქტებს და მათზე დაყრდნობით გაკეთებულ შეცდომაში შემყვან დასკვნებს შეიცავს. სტატიის თანახმად,...
ComCom ანალიტიკა - სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ComCom ანალიტიკა - კომუნიკაციების კომისიის ახალი სერვისი სატელეკომუნიკაციო სფეროს ტენდენციებით დაინტერესებული პირებისთვის. კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებლებისთვის და სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის ახალი ინოვაციური სერვისი შექმნა. ComCom ანალიტიკა - ნებისმიერ მსურველს მარტივი ავტორიზაციით შეუძლია გამოიწეროს და მეილზე მიიღოს სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ აქტუალურ და საინტერესო ინფორმაცია. ComCom ანალიტიკის გამოწერის შემთხვევაში მომხარებელი მიიღებს უახლეს...
„თელიასონერას“ წერილი, რომელიც „მაგთიკომის” მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში...
„მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება რეგიონიდან გასვლის შესახებ, გამომდინარეობს „თელიასონერას“ ბიზნეს სტრატეგიიდან და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ცალკეულად თქვენს ქვეყანას, საქართველოს“, - ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც კომპანია „თელიასონერას“ პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან დენელინდიმ 2015 წლის 16 ნოემბერს მაშინდელი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრს მიწერა. როგორც ჩანს, კომპანია...
5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტთან“ დაკავშირებით ჩართული მხარეებისგან...
2020 წლის 24 აპრილს კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნდა „5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტი“. აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიამ მიიღო კითხვები შპს „მაგთიკომისგან“ და სს „სილქნეტისგან“. 2020 წლის 30 ივნისს შედგა კომისიის მიერ ორგანიზებული ონლაინ-შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია „ერნსტ ენდ იანგის“ წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს შორის, რომლის ფარგლებშიც ოპერატორებს მიეცათ...
კომუნიკაციების კომისია უნივერსიტეტებში მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას თბილისის სახელმწიფო...
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი სასწავლო წლიდან, სტუდენტებისთვის იწყებს. პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, სადაც მედიაწიგნიერების ერთობლივი პროექტები განხორციელდება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების განვითარებისთვის ერთობლივ პროექტებში თსუ-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ჩაერთვებიან. შემდგომ ეტაპზე, კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების...