წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
ოქტომბერი
09, 2020
20:31

გამოცემა ფორბსი: საქართველოს სურს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოს გავლით...

ოქტომბერი 09, 2020 20:31

ჟურნალი „ფორბსი“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი კენეტ რაპოზა, საქართველოში არსებულ სტრატეგიულ და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე აკეთებს აქცენტს და წერს, რომ საქართველო იქცევა მონაცემთა გაცვლის გლობალური მნიშვნელობის ცენტრად, რომელიც ახალი მარშრუტებით ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპას, აზიასა და შუა აღმოსავლეთს.   სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წლის აგვისტოში „კავკასუს ონლაინმა“  ხელისუფლების წინასწარი თანხმობის...

ოქტომბერი
01, 2020
18:49

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა

ოქტომბერი 01, 2020 18:49

კომუნიკაციების კომისიამ ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო „კავკასუს ონლაინში“  სპეციალური მმართველი დანიშნა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის ...

სექტემბერი
30, 2020
10:21

მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით, BTU-მ სტუდენტებისთვის...

სექტემბერი 30, 2020 10:21

კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობის შედეგად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ახალი საგნის - „ციფრული წიგნიერება და კიბერეთიკა“ სწავლება ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო.  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინფორმაციული წიგნიერება, კიბერეთიკა, კიბერ საფრთხეები, მედიაეკონომიკის საფუძვლები და ა.შ. გარდა ამისა, მედიაწიგნიერების საფუძვლებსა და ძირითად მიმართულებებს უნივერსიტეტის ყველა ის სტუდენტი...

სექტემბერი
25, 2020
18:30

ვახტანგ აბაშიძე: საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით, რაც...

სექტემბერი 25, 2020 18:30

„საქართველოს გარანტირებული უპირატესობა აქვს, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს უკვე არსებული განვითარებული სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და კომერციული კონტრაქტები, რათა აქტიურად განავითაროს კორიდორი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის - სომხეთის გავლით და ხელი შეუწყოს რეგიონის,  მონაცემთა უსაფრთხო და სანდო გამტარის პოზიციონირებას.“ - აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ...

სექტემბერი
24, 2020
19:16

კახა ბექაური: „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმაც და ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებმაც თავი დაანებეთ...

სექტემბერი 24, 2020 19:16

„დეზინფორმაციის გავრცელებას დაანებოს თავი „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმაც და ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებმაც, რადგან კომუნიკაციების კომისია ბოლო სამი წელია ჩართულია ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში და მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროპის და აზიის შემაერთებელი“ - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და კომპანია „კავკასუს ონლაინისა“ და მისი ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებს...

სექტემბერი
18, 2020
9:51

კომუნიკაციების კომისია: „მაგთიკომის“ მიერ ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია...

სექტემბერი 18, 2020 9:51

კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის პერსონალურ მონაცემებსა და კიბერუსაფრთხოებას, სიმართლეს არ შეესაბამება. „მაგთიკომის“ მიერ გამიზნულად გავრცელებული დეზინფორმაცია  საზოგადოებისა და ზოგ შემთხვევაში, მედიის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა არავითარ რისკებთან კავშირში არაა. უფრო მეტიც,...

სექტემბერი
16, 2020
10:47

კომუნიკაციების კომისიამ EPRA-ს მედიაწიგნიერების პირველ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სექტემბერი 16, 2020 10:47

როგორ ვითარდება მედიაწიგნიერება, რა გამოწვევები არსებობს მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების მიმართულებით, რა მნიშვნელობა აქვს ერთიანი ქსელის შექმნას და როგორია მედიაწიგნიერების განვითარების გეგმები საქართველოში - ამ თემებზე კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) წევრი ორგანიზაციების ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა. მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ყოველწლიური შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წელს პირველად...

სექტემბერი
14, 2020
10:15

ისწავლე საუკეთესოსგან - მედიააკადემიამ ონლაინ მასტერკლასი დაიწყო

სექტემბერი 14, 2020 10:15

ამბის თხრობა, ინტერვიუს მომზადება, კითხვის დასმის ტექნიკა,  ფოტოამბის გადაღება, გადასაღებ მოედანზე და სტუდიაში მუშაობა - მედიააკადემიამ ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის პირველი ონლაინ მასტერკლასი დაიწყო.  ეს არის ექსკლუზიური პროექტი ქართულ მედიასივრცეში, მათთვის, ვისაც ჟურნალისტიკა აინტერესებს, ვინც ამ პროფესიაზე ფიქრობს, ან უბრალოდ უნდა გაიგოს, როგორ იქმნება მედიაპროდუქტი. მედიააკადემია დაინტერესებულ პირებს სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას წარმატებული და პროფესიონალი...

სექტემბერი
10, 2020
10:12

წინასაარჩევნო ვალდებულებებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ ევროსაბჭოს მხარდაჭერით რეგიონულ...

სექტემბერი 10, 2020 10:12

კომუნიკაციების კომისიამ ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებასთან დაკავშირებით 20-მდე რეგიონულ მაუწყებელს ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარა. რა ვალდებულებები აქვთ მაუწყებლებს კანონმდებლობით, რა უნდა გაითვალისწინონ წინასაარჩევნო პერიოდის პროცესის გაშუქებისას და როგორ უნდა დაიცვან საარჩევნო პროცესის დროს კანონის მოთხოვნები - ამ თემებზე საინფორმაციო შეხვედრა “საარჩევნო პროცესი: მედიის რეგულირება და წინასაარჩევნო გაშუქების...

სექტემბერი
03, 2020
15:46

კომუნიკაციების კომისია: „ობიექტივმა“ და „გირჩი ტვ“-მ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის...

სექტემბერი 03, 2020 15:46

კომუნიკაციების კომისიამ „მედია-კავშირი ობიექტივი“ და „გირჩი ტვ“, ეთერში პოლიტიკური რეკლამების არაწინასაარჩევნო პერიოდში განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს არაწინასაარჩევნო პერიოდში. ტელევიზიებს საარჩევნო რეკლამის განთავსების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, კერძოდ, მაუწყებლები ვალდებულნი...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები