კომუნიკაციების კომისია: მაუწყებლები, რომლებიც მე-7 წელია საზოგადოებას საკუთარი დაფინანსების წყაროებს...
სამწუხაროა, რომ ქართული მედიისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ქვეყანაში ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს. კომუნიკაციების კომისია 7 წელია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულებას და მაუწყებლების ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვს. ამ პროცესში კომუნიკაციების კომისიას მთავარ წინააღმდეგობას დღემდე სწორედ იმ ორგანიზაციების ნაწილი უწევს, რომელიც „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ფინანსური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს. 29 ივნისს არასამათავრობო სექტორმა და მედიის...
საკონსულტაციო ონლაინ-შეხვედრა 5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების დოკუმენტთან დაკავშირებული...
2020 წლის 30 ივნისს კომუნიკაციების კომისია გამართავს ონლაინ-შეხვედრას საკონსულტაციო კომპანიის „ერნსტ ენდ იანგის“ წარმომადგენლებთან, რათა ჩართულ მხარეებთან ერთად მოხდეს 2020 წლის 24 აპრილს კომუნიკაციების კომისიის მიერ საკონსულტაციოდ გამოქვეყნებული „5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების“ დოკუმენტთან დაკავშირებული კითხვების განხილვა. აღნიშნული საკითხით დაინტერესების შემთხვევაში ყველა ჩართულ მხარეს ეძლევა შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამისთვის, მონაწილე...
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „მაგთიკომი“ 25 ლარიან ულიმიტო პაკეტს ვეღარ გააუქმებს
კომპანია „მაგთიკომი“ 25 ლარიან ულიმიტო პაკეტს „მარტივი 25“ ვეღარ გააუქმებს. კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება საცალო მომსახურებების ბაზარზე ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად მიიღო. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აბონენტებს მომსახურება შეუნარჩუნდებათ და ულიმიტო პაკეტის გააქტიურების შესაძლებლობა 7 ივლისის შემდეგაც ექნებათ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მაგთიკომის“ მიერ დაანონსებული ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზების,...
კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ კვლავ 270 ათასი ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო, კომპანია „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ 270 ათასი ლარით დაჯარიმდა. კომპანია კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს მეცხრე თვეა არ ასრულებს. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა პირველ აგვისტომდე მისცა. გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილების მფლობელი ყველა...
“მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ვიონი საქართველო“ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე ტარიფებს ვეღარ...
დღეიდან კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე, „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ვიონი საქართველო“ მობილურ მომსახურებებზე ტარიფებს ვეღარ გააძვირებენ. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვისა და სატარიფო ზეწოლისგან დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ახალი რეგულაცია ეხება, როგორც მობილურ ხმოვან და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე - მოკლე ტექსტურ...
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ რეკორდული რაოდენობის, 185 ნაშრომი...
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების მესამე კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უპრეცედენტო რაოდენობის, 185 ნაშრომი შევიდა. პირველ კონკურსში მონაწილეობა 17-მა მოსწავლემ მიიღო, მეორეში მონაწილეთა რაოდენობა გასამმაგდა და 57 საკონკურსო ნაშრომი შევიდა, ხოლო მესამე კონკურსში კონკურსანტთა რაოდენობა 11-ჯერ გაიზარდა. მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?! მიზანია, მოზარდებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარება,...
რადიომაუწყებლობის ლიცენზირების საკონკურსო ცვლილებები მოქმედ რადიო მაუწყებლებს არ ეხებათ
საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზირების საკონკურსო წესის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ საკონსულტაციო დოკუმენტთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს კომისიის მიერ შემუშავებული სტრატეგია რადიო მაუწყებლებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებსა და სირთულეებს შეუქმნის. აღნიშნულ ინფორმაციას კავშირი არ აქვს სიმართლესთან, შესაბამისად, ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სტრატეგიით დადგენილი ცვლილებები არ ეხება...
კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ნაშრომების მიღება 21 ივნისის ჩათვლით გრძელდება
მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ დამატებით ერთი კვირით გახანგრძლივდა - მონაწილეობის მსურველ მოსწავლეებს ნაშრომების წარდგენა 21 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ. კონკურსის ვადის ერთი კვირით გაგრძელების გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ მონაწილეთა მხრიდან მაღალი ჩართულობისა და ინტერესიდან გამომდინარე მიიღო. კონკურსის ფარგლებში, 14 ივნისის ჩათვლით, რეკორდული რაოდენობა, - 160-ზე მეტი საკონკურსო ნამუშევარი შემოვიდა და ვადის გასვლის მიუხედავად, მოსწავლეების...
კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიში
კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გასულ წელს განხორციელებულ პროექტებთან ერთად, 2020 წლის გამოწვევებსა და გეგმებზეა საუბარი. 2019 წელი გამორჩეული იყო როგორც მედიისა და მაუწყებლობის, ასევე ტელეკომ სფეროსთვის. დღეს ქვეყანაში 100-ზე მეტი მაუწყებელია, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კი აბონენტების რაოდენობა დინამიურად - მზარდი. 2019 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციამ - 80.8% შეადგინა, 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ 42%-ს ჰქონდა,...
„მთავარმა არხმა“ ეთერში პროგრამა რუსულ ენაზე განათავსა, რითაც კანონი დაარღვია
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში პროგრამის არასახელმწიფო ენაზე განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება 2020 წლის 7 მაისს, გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ რუსულ ენაზე განთავსებულ ინტერვიუს, რომლიდანაც ერთ-ერთი ეთერში სავალდებულო სუბტიტრების გარეშე გავიდა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა...