სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 74%-ით, რადიოს სარეკლამო შემოსავლები კი 90%-ით გაიზარდა
2021 წლის მეორე კვარტალში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავლები, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 75%-ით გაიზარდა და 23 მილიონი ლარი შეადგინა. მეორე კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 21.3 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი, 19.3 მილიონი ლარი პირდაპირი რეკლამა და სპონსორობა იყო. ყველაზე მეტი, 6.9 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, რომლის შემოსავალიც წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 1.5...
კომუნიკაციების კომისიამ და ევროკავშირმა დეზინფორმაციასთან გამკლავებაში თბილისში 18 პედაგოგი გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ - თბილისში 18 პედაგოგი გადამზადდა. კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი და ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები - ეს ის თემებია, რომლებზეც ტრენინგები საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის მასწავლებლებს ჩაუტარდათ. მასწავლებლები მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული შემოქმედებითი და...
კომუნიკაციების კომისიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში იმერეთში დეზინფომაციასთან გამკლავებაში...
კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დეზინფორმაციასთან გამკლავებაში, ქვემო ქართლის შემდეგ, იმერეთის საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის პედაგოგები გადაამზადა. „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ - ტრენინგი იმერეთის ქალაქებსა და სოფლებში, მათ შორის ქუთაისის, ხონის, ჭიათურის, საჩხერის, ვანის, გურნის, ჭორვილას სკოლების 24 პედაგოგს ჩაუტარდა. მასწავლებლები მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული...
კომუნიკაციების კომისია ევროკავშირის მხარდაჭერით 500 პედაგოგს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში გადაამზადებს
„დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ - კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების მიმართულებით პედაგოგების გადამზადება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 500-მდე მასწავლებელი გადამზადდება. ტრენინგების შედეგად, საქართველოს მასშტაბით მოქმედი პედაგოგები კრიტიკული და ლოგიკური...
კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, კომისიის მონიტორები 6 ეროვნულ არხზე თვისებრივ, ხოლო 50 სამაუწყებლო არხზე რაოდენობრივ მედიამონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში ჩაატარებენ. თვისებრივი მედიამონიტორონგი შემდეგ მაუწყებლებზე განხორციელდება: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, ტელეკომპანია „იმედი“, "რუსთავი 2", „მთავარ არხი“ და ტელეკომპანია...
კომუნიკაციების კომისიამ “ალტ ინფო“ უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფო“ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემების გამო, სამართალდამრღვევად ცნო. საქმე ეხება 5, 6, 7 და 12 ივლისს „ალტ ინფოს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემებს „ალტ-ინტერვიუ“ და „ალტ-ანალიტიკა“. აღნიშნულ გადაცემებში როგორც წამყვანების, ისე მიწვეული სტუმრების მიერ ხშირად იყო გამოყენებული უცენზურო ლექსიკა და ხდებოდა უხამსობის ტირაჟირება. კომუნიკაციების კომისიამ გადაცემების ეთერში...
“კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი შეიცვალა
დღეიდან „კავკასუს ონლაინს“ ახალი სპეციალური მმართველი ჰყავს. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიაში სპეციალური მმართველის პოზიციაზე თამთა ტეფნაძე დაინიშნა, რომელმაც თამარ ბოკუჩავა შეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ ბოკუჩავას პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო, რომელმაც სპეციალური მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. „კავკასუს ონლაინის“ ახალი სპეციალური მმართველი საერთაშორისო სამართლის იურისტია და კომუნიკაციების...
კომუნიკაციების კომისია ივნისის ComCom დაიჯესტს აქვეყნებს
კომუნიკაციების კომისიამ ივნისის თვის შემაჯამებელი ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა. დაიჯესტში ივნისის თვეში კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი. ComCom დაიჯესტით ტელეკომ სფეროთი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიშს, სადაც კომისიის გასული წლის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული. ამას გარდა, გასული თვის დაიჯესტში დაინტერსებულ პირებს შეუძლიათ...
მიუღებელი და დაუშვებელია ჟურნალისტებზე ძალადობა
კომუნიკაციების კომისიისთვის მიუღებელია 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე მომხდარი ძალადობისა და თავდასხმის ფაქტები, რა დროსაც 50-ზე მეტმა ჟურნალისტმა, ოპერატორმა და ფოტოგრაფმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები. ფიზიკური ძალადობის გარდა, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუქარას და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას. მედიის წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა შეესრულებინათ პროფესიული მოვალეობა, მიუხედავად ამისა, მათ საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად ...
კომუნიკაციების კომისია მობილურ ოპერატორებს სატარიფო მოქნილობას უბრუნებს
კომუნიკაციების კომისია მობილური მომსახურების ბაზარზე საცალო სატარიფო რეგულირებას აუქმებს და მობილურ ოპერატორებს სატარიფო მოქნილობას უბრუნებს. კომუნიკაციების კომისიის მიერ სატარიფო კონტროლის გაუქმება მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს პანდემიის პირობებში ოპერატიულად უპასუხონ ეკონომიკურ გამოწვევებს, განახორციელონ ინვესტიციები და მომხმარებლისთვის უწყვეტი და ხარისხიანი სერვისების მისაწოდებლად ახალი ტექნოლოგიები დანერგონ. ახალი ქმედითი მექანიზმი, რომელიც...