წვდომის მენიუ

ოქტომბერი 09, 2023 16:19

ComCom-ის “მედიალაბმა” Nasa Space Apps Challenge-ის მონაწილეები პროტოტიპირებაში გადაამზადა

Startup Büro-სა და ჯიტას ორგანიზებით გამართულ ჰაკათონზე -  “Nasa Space Apps Challenge”,  ComCom-ის “მედიალაბის” ხელმძღვანელმა რუსუდან ჩაჩანიძემ და სტარტაპპროექტებისა და აქსელერაციის მენეჯერმა, ლუკა კაკაბაძემ, მონაწილეები პროტოტიპირებაში გადაამზადეს. შეხვედრის ფარგლებში, ჰაკათონის მონაწილეები გაეცნენ სტარტაპის პროტოტიპირების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებს, ხოლო მოგვიანებით, გაიარეს ინდივიდუალური კონსულტაციები თავიანთ სტარტაპიდეებთან დაკავშირებით.

“Nasa Space Apps Challenge” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰაკათონია, რომელიც აერთიანებს პროგრამირების, სთორითელინგის, დიზაინის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ნასას და მსოფლიოს მთავარი კოსმოსური ცენტრებისგან მიღებულ რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით და პროფესიონალი მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ გლობალური პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზები.

შეგახსენებთ, რომ სტარტაპერების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, მედიალაბი უკვე მეხუთე წელია მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს ატარებს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები