www.sheamotsme.ge - მომხმარებელთა უფლებების დაცვის საუკეთესო ინსტრუმენტი
კომუნიკაციების კომისიის ინოვაციური სერვისი, რომელიც მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა, 2020 წელს ინტერნეტის თავისუფლებისა და ხარისხის განვითარების საუკეთესო მაგალითად დასახელდა. http://www.Sheamotsme.ge, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საუკეთესო ინსტრუმენტი, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა. საერთაშორისო ორგანიზაციამ მომხმარებლებზე ორიენტირებული პლატფორმის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და ანგარიშში საქართველო წარმოადგინა...
2016 წლიდან 2020 წლამდე მობილური ინტერნეტ ტრაფიკი რეკორდულად - 489%-ით გაიზარდა
მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებაში მაღალია და 94%-ს შეადგენს. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიშშია საუბარი. 2020 წელს მობილური ინტერნეტ ტრაფიკი რეკორდულად მზარდი იყო. მობილური მომსახურების აბონენტებმა 197 მლნ გიგაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც განპირობებულია როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის, ასევე, ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობის ზრდით. მობილური ინტერნეტის მოხმარების ზრდა ასევე 4G ქსელისა...
2020 წლის მონაცემებით ფიქსირებულ ინტერნეტს მილიონამდე აბონენტი იყენებს
საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება, როგორც აბონენტების რაოდენობით, ისე შემოსავლების კუთხით, მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 2020 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს მიაღწია, კერძოდ, 998 ათასი აბონენტი შეადგინა. 2019 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 6.1%-ით, 57 ათასი აბონენტით გაიზარდა. 2020 წელს, გასული წლის მსგავსად, აბონენტების რაოდენობა უფრო მეტად რეგიონებში გაიზარდა. თბილისში...
2020 წელს ტელეკომ ოპერატორების შემოსავლები 32 მილიონით შემცირდა
კომუნიკაციების კომისიის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ტელეკომ ოპერატორების მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი 1,153 მლნ ლარი იყო, 2019 წელს კი ჯამური შემოსავლები 1,185 მლნ ლარს შეადგენდა. 2020 წელს ტელეკომ ოპერატორებმა გასულ წელთან შედარებით 32 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღეს. 2020 წელს საცალო მომსახურეობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 961 მლნ ლარი შეადგინა. საცალო შემოსავლებში როგორც ფიქსირებული ინტერნეტი, ისე მობილური, როუმინგული, ფიქსირებული სატელეფონო და მაუწყებლობის...
2020 წლის მონაცემებით მობილურ ინტერნეტს 3.3 მილიონი აბონენტი იყენებს
საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია კვლავ მაღალია და 148%-ს შეადგენს. მობილური აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის ბოლოს 5.1 მლნ შეადგინა. აღნიშნული მონაცემი იმაზე მიუთითებს, რომ ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცის ბაზარზე არსებული ტარიფები და საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მომსახურებაზე მისთვის ხელსაყრელ ქსელს იყენებს. აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით ასე გადანაწილდა: „მაგთიკომი“ – 41%,...
კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიში
კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გასულ წელს განხორციელებულ პროექტებთან ერთად, 2021 წლის გამოწვევებსა და გეგმებზეა საუბარი. კომისიის 2020 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ COVID 19 პანდემიით გამოწვეული რეალობიდან გამომდინარე, 2020 წელს სატელეკომუნიკაციო სფერომ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. პანდემიის პირობებში, როდესაც თითქმის ყველა სერვისი ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, ამ გამოწვევას ქართულმა სატელეკომუნიკაციო სექტორმა წარმატებით...
კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში...
კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ სცნო და კომპანიას უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრა. 22 მარტს კომუნიკაციების კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ 49% წილის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, „კავკასუს ონლაინმა“ ასევე უკანონოდ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე 51% წილი კომპანია „Weco Investments and Finance S.A“-ს მიჰყიდა. კომპანია „Weco...
სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, რადიოების კი შემცირდა
2021 წლის პირველ კვარტალში ტელე მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის. ჯამური სარეკლამო შემოსავლების ზრდა „ტელეკომპანია პირველს“, „სილქნეტს“, „ფორმულას“, ასევე „პოსტვს“, „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და „რ.ბ.ჯ“-ს ჰქონდათ, ხოლო „ტელეიმედის“, „რუსთავი...
ოზურგეთში 29 ათასამდე ადამიანს მაღალი ხარისხის ინტერნეტზე ექნება წვდომა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი გაიხსნა. პროექტი, რომლის განხორციელების შედეგადაც ოზურგეთის 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე ექნება წვდომა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ღონისძიებას კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ...
კომუნიკაციების კომისიამ აპრილის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომ სფეროში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულ პირებს აპრილის თვის ComCom დაიჯესტი წარუდგინა, რომელშიც კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გასული თვის მოვლენებია შესული. ComCom დაიჯესტის პირველი მნიშვნელოვანი სიახლე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით მიღებული ახალი რეგლამენტია. მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით მიღებული რეგლამენტი ყველა აბონენტს მისცემს საშუალებას, რომ ხარისხიანი და უსაფრთხო...