წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
ოქტომბერი
28, 2021
15:46

კომუნიკაციების კომისიამ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა

ოქტომბერი 28, 2021 15:46

კომუნიკაციების კომისიამ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა. რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები საქართველოს მასშტაბით, 14 სამაუწყებლო ზონაში, მათ შორის თბილისში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სტეფანწმინდასა და გუდაურში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამეგრელოში, სვანეთში, გურიასა და აჭარაში განისაზღვრა. კომუნიკაციების კომისია რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსებს...

ოქტომბერი
28, 2021
10:57

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით 50 პედაგოგი გადაამზადა

ოქტომბერი 28, 2021 10:57

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომიასიამ ევროკავშირის მხარდაჭერით დეზინფორმაციასთან გამკლავებაში დამატებით 50 პედაგოგი გადაამზადა. კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი და ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები - ეს ის თემებია, რომელზეც ტრენინგი თბილისის, რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის მასწავლებელს ჩაუტარდათ. პედაგოგები სპეციალურად პროექტისთვის შემუშავებული საგანმანათლებლო მოდულით გადამზადდნენ, მიიღეს...

ოქტომბერი
27, 2021
14:52

„მთავარმა არხმა“ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური რეკლამა კანონდარღვევით გაავრცელა

ოქტომბერი 27, 2021 14:52

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარ არხს“ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამების კანონდარღვევით გავრცელებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. კომუნიკაციების კომისიის აუდიო ვიზუალური მედიამომსახურების  დეპარტამენტმა გამოავლინა, რომ მაუწყებელმა წინასაარჩევნო პერიოდში  საარჩევნო კოდექსის დარღვევით ორი სარეკლამო რგოლი  განათავსა. პირველი რგოლი, რომელიც დარღვევით განთავსდა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოწოდებას შეიცავს, ხოლო მეორე რგოლი 14...

ოქტომბერი
27, 2021
12:22

კომუნიკაციების კომისიამ და UNICEF-მა მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებთან დისკუსია გამართეს

ოქტომბერი 27, 2021 12:22

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა, UNICEF-მა თბილისის 123-ე საჯარო სკოლაში  მედიაწიგნიერების თემებზე დისკუსია გამართეს. კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე, მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაკა დახუნდარიძე და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი უფროსკლასელებს შეხვდნენ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში, მოსწავლეების აქტიური ჩართულობით გაიმართა. მოსწავლეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს...

ოქტომბერი
26, 2021
10:31

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კვირეული პარტნიორებთან ერთად კონფერენციით გახსნა

ოქტომბერი 26, 2021 10:31

მედიაწიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ორდღიანი კონფერენციით გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა,  საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩოს...

ოქტომბერი
25, 2021
11:20

კომუნიკაციების კომისიამ პარტნიორებთან ერთად მედიაწიგნიერების კვირეული დაიწყო

ოქტომბერი 25, 2021 11:20

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საქართველოში 25-29 ოქტომბერს მედიაწიგნიერების კვირეული ტარდება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2021 წლის 25 მარტს 75-ე სესიის ფარგლებში, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანაინიციატორიც საქართველოა. რეზოლუციის თანახმად, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას ჩატარდება.     მედიაწიგნიერების კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს...

ოქტომბერი
22, 2021
14:27

25-29 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით მედიაწიგნიერების კვირეული ჩატარდება

ოქტომბერი 22, 2021 14:27

25-29 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით,  საქართველოში პირველად  მედიაწიგნიერების კვირეული ჩატარდება. მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული  2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში  ტარდება. მედიაწიგნიერების კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ. მედიაწიგნიერების კვირეულში კომუნიკაციების კომისიასთან ერთად ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,...

ოქტომბერი
15, 2021
16:53

„კავკასუს ონლაინს“ უკანონოდ გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დაევალა

ოქტომბერი 15, 2021 16:53

კომუნიკაციების კომისიამ წილების უკანონოდ გასხვისების გამო,  კომპანია „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ ცნო სამართალდამრღვევად და ამჯერად კომპანიას წილების სრულად პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მეორედ დაავალა. კომპანიას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტების კომუნიკაციების კომისიაში წარდგენის ვადად -  2021 წლის  არაუგვიანეს 31 დეკემბერისა განუსაზღვრა. შეგახსენებთ, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომპანიის წილების 49%-ის...

ოქტომბერი
06, 2021
10:59

„გამარჯობა რუბის“ წიგნებით დამატებით 11 სკოლის მოსწავლე ისწავლის

ოქტომბერი 06, 2021 10:59

ფინური წიგნით „გამარჯობა რუბი“ პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს დამატებით 11 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლე ისწავლის. კომუნიკაციების კომისიამ ფინური წიგნები „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“, რომლებიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, დამატებით 11 საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადასცა. კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით...

ოქტომბერი
04, 2021
15:03

კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას აგრძელებს

ოქტომბერი 04, 2021 15:03

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით,  კომუნიკაციების კომისია აგრძელებს აქტიურ  მუშაობას. ხორვატიაში გამართულ ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ოთხი ქსელის  სამიტის  ფარგლებში, წარმატებით დასრულდა კომუნიკაციების კომისიასა და ავსტრიის მედიისა და ელექტრონული კომუნიკაციების ორგანოს შორის მოლაპარაკებები და  ხელი მოეწერა ორ მარეგულირებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ექსპერტულ...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები