Comcom-ის „მედიასკოლის სტუდიამ“ ჟურნალისტიკის სწავლების 4 თვიან კურსზე მიღება დაიწყო
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის „მედიასკოლის სტუდიამ“ პრაქტიკულ 4-თვიან კურსზე მეხუთე ნაკადის მიღება დაიწყო. შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, ჟურნალისტიკით დაინტერესებული 14 სტუდენტი შეირჩევა, რომელთაც ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სრულიად უფასოდ დაეუფლონ ჟურნალისტიკისთვის ყველა საჭირო ცოდნასა და უნარს, დაიწყონ კარიერა და დასაქმდნენ მედია სფეროში. II-IV კურსის სტუდენტებმა და ბაკალავრებმა, ვისაც აქვს სურვილი ჟურნალისტის პროფესიას...
საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობა გამართეს, რომლებიც კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ნამდვლი და ყალბი ინფორმაციის გარჩევას, ინფორმაციის გადამოწმებასა და ციფრული გარემოს უსაფრთხოდ გამოყენების ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა. მედიაწიგნიერების დღის ფარგლებში კომუნიკაციების...
ComCom-მა ტელეკომ ოპერატორებს კომპლექსური კვლევის პირველადი შედეგები გააცნო
კომუნიკაციების კომისიამ და კომპლექსური კვლევის ექსპერტებმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც დაინტერესებულ მხარეებს ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში ერთ-ერთი ბაზრის კვლევის წინასწარი შედეგები გააცნეს. შეხვედრაზე განხილული იყო კვლევის ძირითადი შედეგები, რომელთა მიხედვითაც, იურიდიული პირი აბონენტებისთვის შეთავაზებული მაღალი ხარისხის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების საცალო ბაზარი ეფექტიანად კონკურენტული არ არის. აღნიშნული...
ComCom მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს უკვე მეექვსედ უერთდება
კომუნიკაციების კომისია UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს, რომელიც ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლოს აღინიშნება, უკვე მეექვსედ უერთდება და საზოგადოებას მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. ComCom-ის ორგანიზებით საქართველოში კვირეული 26–30 ოქტომბერს სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებულ საგანმანათლებლო და ინტერაქციულ აქტივობებს გააერთიანებს. ღონისძიებების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია პარტნიორებთან ერთად თემატურ ვებინარებს ჩაატარებს, ტრადიციულად საქართველოს მასშტაბით...
ComCom-ის წარმომადგენლები აზერბაიჯანელ კოლეგებს რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებისა და ერთობლივი...
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოსა და რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამმართველოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქართული და აზერბაიჯანული მობილური ოპერატორების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მაუწყებლობისა და მობილური მომსახურებების ერთობლივი მონიტორინგის შედეგები განიხილეს. მონიტორინგის შედეგად მაუწყებლობის მიმართულებით...
ComCom „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ გორში დამატებით 7 სამიზნე სოფელში იწყებს
კომუნიკაციების კომისია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს. კომისიის წარმომადგენლები სამიზნე სოფლებში, კერძოდ: ხურვალეთში, შავშვებში, კარალეთში, ვერხვებში, საქაშეთში, სკრისასა და ბერბუკში მცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრების ფარგლებში მათ პროგრამის მიზნები და ის შესაძლებლობები გააცნეს, რომლებსაც ციფრული უნარების განვითარება და ინტერნეტის უსაფრთხო და მიზნობრივი გამოყენება...
ComCom-ის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა ციფრულ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო...
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ციფრულ მედიაში ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვის საკითხებს ეხებოდა. თემატური სესიის ფარგლებში მონაწილეებმა ონლაინ გარემოში არასრულწლოვანთა დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასაკობრივი შეზღუდვებისა და სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვის დანერგვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ...
ComCom ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებულ პირებს კომპლექსური კვლევის პირველადი დოკუმენტის პრეზენტაციაზე...
21 ოქტომბერს, 11:00-ზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კვლევის ექსპერტებთან ერთად, ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტრიზებულ პირებს სამუშაო შეხვედრაზე იწვევს. შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებს ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში მოკვლეული კიდევ ერთი ბაზრის პირველადი შედეგები წარედგინებათ. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის ფარგლებში, იურიდიული პირი აბონენტებისთვის არასტანდარტული პირობებით...
ComCom-ის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ EPRA-ს 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე განიხილეს თანამედროვე მედიაგარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა - მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირება, მისი გავლენა საინფორმაციო გარემოზე და ამ გამოწვევაზე მარეგულირებელი ორგანოების რეაგირების გზები. თემატური სესიების ფარგლებში მონაწილეებმა მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცების, ციფრული პლატფორმების როლისა და არსებულ...
ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში ციფრულ უნარებში 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა
კომუნიკაციების კომისია გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას აქტიურად აგრძელებს. პროგრამა მოსახლეობის ციფრული უნარების განვითარებასა და ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენების ხელშეწყობას ემსახურება. პროგრამის ფარგლებში უკვე 50-ზე მეტი ტრენინგი ჩატარდა და 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადამზადდა. პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის 17 სამიზნე სოფელსა და დასახლებას მოიცავს. ესენია: აძვი, ახალშენი, ყელქცეული, ქორდი, ქვემო ახალსოფელი, ქვემო შავშვები,...
