წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
ივლისი
25, 2018
16:13

ITU კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მეგა მონაცემების დამუშავების პროექტის განხორციელებაში ფინანსურად და...

ივლისი 25, 2018 16:13

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა. კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებთან ერთად, ITU-ს პროექტებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი კოსმას ზავაზავა და ICT მონაცემების დამუშავებისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი რატი სხირტლაძე მიიღო. შეხვედრაზე კომისიისა და ITU-ს მიერ განხორციელებული პროექტები და შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. კახი ბექაურმა სტუმრებს მედიაწიგნიერების ფარგლებში...

ივნისი
27, 2018
9:37

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ივნისი 27, 2018 9:37

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა და ბანკის წარმომადგენლებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. კერძოდ, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილ არხებზე საბითუმო დაშვების საკითხი, ინტერნეტის ხარისხის კონტროლი და ინტერნეტის გაცვლის ნეიტრალური წერტილების არსებობის მნიშვნელობა. ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ექსპერტების...

ივნისი
25, 2018
12:52

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

ივნისი 25, 2018 12:52

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“ მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება კომისიის წევრმა და დაძმობილების პროექტის ლიდერმა ვახტანგ აბაშიძემ გახსნა, რომელმაც პროექტის ლიეტუველ, პოლონელ და გერმანელ  კოლეგებთან ერთად პროექტის მეორე საანგარიშო...

ივნისი
08, 2018
9:45

სწავლება თემაზე „ინტერნეტის საფუძვლები და მონაცემთა ბაზის ანალიტიკა“

ივნისი 08, 2018 9:45

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და RIPE NCC შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მორიგი ღონისძიება ტარდება. საქართველოს უნივერსიტეტში ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებს თემაზე ,,ინტერნეტის საფუძვლები და მონაცემთა ბაზის ანალიტიკა’’ სწავლება უკვე ჩაუტარდათ. სემინარი RIPE NCC-ის ექსპერტებმა, სისტემურმა არქიტექტორმა ქრისტიან ტოიშელმა, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში საგარეო ურთიერთობათა ოფიცერმა ვაჰან ჰოვსეფიანმა და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო...

ივნისი
07, 2018
18:32

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა

ივნისი 07, 2018 18:32

აამტკიცა, რომელიც ძალაში 2020 წლის 7 ივნისამდე იქნება. აღნიშნულ პერიოდში კომისია დამტკიცებული რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების გათვალისწინებით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსებს გამოაცხადებს.

ივნისი
05, 2018
13:08

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებას მედიაწიგნიერების სამოქმედო გეგმა და სტრატეგია წარუდგინა

ივნისი 05, 2018 13:08

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბრიტანელ ექსპერტ მარტინა ჩეპმენთან ერთად მედია მენეჯერებს,  არასამთავრობო სექტორისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს მედია წიგნიერების სამოქმედო გეგმა  და სტრატეგია გააცნო.  კომისიამ მედია წიგნიერების  განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სამოქმედო გეგმა და სტრატეგია სწორედ დამოუკიდებელ ბრიტანელ ექსპერტთან ერთად შეიმუშავა. დღეს გამართულ შეხვედრაზე მარტინა ჩეპმენმა და კომისიის წარმომადგენლებმა ორივე დოკუმენტი დეტალურად გააცნეს...

მაისი
31, 2018
14:21

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს

მაისი 31, 2018 14:21

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა   და “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „მაუწყებლობის...

მაისი
18, 2018
9:15

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ლიეტუვას დელეგაციას უმასპინძლა

მაისი 18, 2018 9:15

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო კოორდინატორს უმასპინძლა. სიმონას შატუნასი კომისიის წევრებმა მერაბ ქათამაძემ, ვახტანგ აბაშიძემ და გიორგი ფრუიძემ მიიღეს. შეხვედრას დაესწრო ასევე ლიეტუვას ელჩი გიედრიუს პუოდიუნასი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის - „GNCC-ის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“...

მაისი
17, 2018
8:49

17 მაისს მსოფლიო ტელეკომუნიკაციების დღეს აღნიშნავს

მაისი 17, 2018 8:49

თანამედროვე ეპოქაში, როცა ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად ინტერნეტისა და მობილური კავშირის მოხმარება ყოველდღიურად იზრდება, რაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და კომუნიკაციას ასე უმარტივებს ადამიანებს, მსოფლიო ტელეკომუნიკაციის დღის აღნიშვნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტელეკომუნიკაციის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვისაა, რომლებიც დარგის განვითარებისთვის ყოველდღე ძალიან ბევრს შრომობენ. კომისია ტელეკომუნიკაციების სფეროს ყველა სპეციალისტს...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები