წვდომის მენიუ

ივლისი 24, 2023 10:47

ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპერები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყოების შესახებ, სემინარი ჩატარდა. შეხვედრას საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, დავით ყიფშიძე გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა.

სემინარზე მიმოხილული იყო ადამიანური, დროითი და ფინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება პროექტებში. გარდა ამისა, განიხილეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სხვადასხვა პლატფორმა, მათი დანიშნულება და გამოყენების მეთოდები.

შეგახსენებთ, რომ მედიალაბი სტარტაპერებს უკვე მეხუთე წელია, მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს სრულიად უფასოდ სთავაზობს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები