წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
იანვარი
29, 2026
17:37

ComCom-მა „ფორმულა“ ნაციონალური მოძრაობისგან არაპირდაპირი დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

იანვარი 29, 2026 17:37

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ პოლიტიკური პარტიისგან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, ComCom-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუწყებელმა 2025 წლის აგვისტოში „ფორმულა მულტიმედიასგან“ 451.000 ლარი მიიღო, რომელსაც თავის მხრივ, 540.000 ლარი პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისგან“ აქვს მიღებული. ამასთან დგინდება, რომ „ფორმულა მულტიმედიას“ ამავე პერიოდში სხვა...

იანვარი
29, 2026
16:36

გოგა გულორდავა: „კომისიის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება“

იანვარი 29, 2026 16:36

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ პირველი სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და სატელეკომუნიკაციო სფეროს, მაუწყებლობისა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კომისიის თავმჯდომარემ  გამოცხადებული ნდობისთვის კომისიის წევრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ComCom-ის  ეფექტიან საქმიანობას ციფრულ ეპოქაში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა  და როლი აქვს. „პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კოლეგებს და თითოეულ თქვენთაგანს გამოცხადებული ნდობისთვის,...

იანვარი
29, 2026
11:50

გოგა გულორდავა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს

იანვარი 29, 2026 11:50

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 2026 წლის 29 იანვარს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. გოგა გულორდავას 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. კომუნიკაციების კომისიამდე, იგი 2 წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ტელეიმედში“ ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2020 წლიდან 2025...

იანვარი
26, 2026
16:17

მობილური ვირტუალური ოპერატორები: მათი როლი და გავლენა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე

იანვარი 26, 2026 16:17

რა არის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი, იგივე MVNO? მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი, იგივე MVNO, არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც MNO-სგან (მობილური ქსელის ოპერატორი) განსხვავებით, არ გააჩნია საკუთარი ინფრასტრუქტურა და მომხმარებელს სერვისს სხვა კომპანიის ქსელის მეშვეობით აწვდის. კერძოდ, მობილური ვირტუალური ოპერატორი  კომერციულ ფასად ქირაობს MNO-ს ქსელურ ინფრასტრუქტურას და აბონენტებს თავისივე ბრენდის ქვეშ, ინდივიდუალურ მობილურ სერვისებს სთავაზობს,...

იანვარი
26, 2026
10:45

გოგა გულორდავა დღეიდან 6 წელი ComCom-ის წევრია

იანვარი 26, 2026 10:45

გოგა გულორდავა დღეიდან 6 წლის ვადით კომუნიკაციების კომისიის წევრია. მას 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტმა ComCom-ის წევრად 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცა. კომუნიკაციების კომისიის წევრობამდე, გოგა გულორდავა 2 წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ტელეიმედში“ ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2020 წლიდან 2025 წლამდე, იგი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის მრჩეველი, შემდგომ კი, ამავე უწყებაში, შიდა აუდიტის...

იანვარი
23, 2026
17:37

ComCom-ის მედიააკადემიამ ზურა მხეიძის „მასტერკლასი“ დაიწყო

იანვარი 23, 2026 17:37

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის „მასტერკლასს“ ფსიქოლოგ ზურა მხეიძის  ონლაინ ლექციები ყოველ პარასკევს დაემატება. „მასტერკლასის“ ფარგლებში, ავტორი მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ინფორმაციის ზემოქმედების ძალაზე, ემოციებით მანიპულირებაზე და მანიპულირების ხერხებზე, ასევე, სტრესის მართვაზე, დროის მენეჯმენტზე, კრიტიკულ აზროვნებასა და გადაწყვეტილებების მიღების ხელოვნებაზე მოგვითხრობს. მედიააკადემიის „მასტერკლასი“ ზურა მხეიძესთან ერთად, მედიის...

იანვარი
22, 2026
17:33

ComCom-მა სატელეკომუნიკაციო სექტორის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) ახალი განაკვეთი დაადგინა

იანვარი 22, 2026 17:33

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო სექტორის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) გამოთვლის მეთოდოლოგია განაახლა და 2026 წლიდან დაწყებული, მომდევნო მარეგულირებელი პერიოდისთვის, ახალი განაკვეთი დაადგინა, რომელმაც 13.90% შეადგინა. ასევე, ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვას, ქსელის გაუმჯობესებას და დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისებას კომუნიკაციების კომისია  15.90% WACC-ის მინიჭებით დამატებით წაახალისებს. ComCom-ის მიერ 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში „მობილური და...

იანვარი
22, 2026
16:29

ComCom-მა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა

იანვარი 22, 2026 16:29

კომუნიკაციების კომისიამ რადიომაუწყებელი „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის, კერძოდ, უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების გამო  წერილობით გააფრთხილა. ComCom-ის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 2025 წლის III კვარტალში რადიომაუწყებელმა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული იურიდიული პირისგან - „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) შემოსავლის...

იანვარი
22, 2026
15:03

კახა ბექაური: კომისიის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკა მაუწყებლობის კანონის აღსრულებას ვერ შეაფერხებს

იანვარი 22, 2026 15:03

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, ComCom-ის 10 წლის საქმიანობის შეჯამებისას, ტელეიმედის ეთერში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების აღსრულებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ კანონის ეფექტიანი აღსრულებისთვის, კომისიამ აქტიურად იმუშავა და შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა ვინაიდან, მისივე თქმით, მაუწყებლობის კანონში შესული ცვლილებები სწორედ ბრიტანული კანონმდებლობის ანალოგია. „ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ და ძალიან კარგი პრაქტიკა მივიღეთ არა მხოლოდ ამ...

იანვარი
22, 2026
13:37

კახა ბექაური: მედიამ ფაქტები და მოსაზრებები უნდა გამიჯნოს და ამბები მიუკერძოებლად გაავრცელოს

იანვარი 22, 2026 13:37

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, ტელეიმედის ეთერში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია და ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთში აღრევაა, რაც მაყურებელს ხელს უშლის ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. მისი თქმით, კანონში შესული ცვლილებებით მაუწყებლებს დაევალათ ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც ჟურნალისტური სტანდარტით ისედაც ევალებოდათ, თუმცა ვინაიდან ეს არ იყო...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები