კომისიამ შპს „ინექსფონი“ წერილობით გააფრთხილა
შპს „ინექსფონთან“, შპს „ფლაი ტივი“-სთან და შპს „მაიფონთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების შესახებ სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის თაობაზე კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს ,,მაიფონის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე და კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე, გამოვლინდა, რომ შპს ,,ინექსფონი“ ხელშეკრულებებს სავარაუდოდ აბონენტთა იდენტიფიცირების გარეშე აფორმებდა....
კომისიამ შპს „მაიფონი“ წერილობით გააფრთხილა
შპს „ინექსფონთან“, შპს „ფლაი ტივი“-სთან და შპს „მაიფონთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის თაობაზე კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს ,,მაიფონმა“ წარმოადგინა სამ სატელეფონო ნომერზე მისი ვებ-გვერდის მეშვეობით გაფორმებული ხელშეკრულებები. წარმოდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე გამოვლინდა,...
ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად შპს...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად შპს „რადიოცენტრი პლუსი“ გამოაცხადა. კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N579/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცხადებულ კონკურსში (სიხშირე 98,3 მჰც) მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა უკვე არსებულ რადიომაუწყებელს ჰქონდა, რომელსაც სამაუწყებლო ქსელის გაფართოება სურდა. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია პრაქტიკული საქმიანობა ლიცენზიის...
საკონსულტაციოდ ახალი სტანდარტები გამოქვეყნდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ტელეკომუნიკაციების სტანდარტების ევროპულ ინსტიტუტს (ETSI) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში კომისიის ვებ-გვერდზე (http://gncc.ge/ge/regulation/standardization-and-certification/etsi-standartebis-proeqtebi) გამოქვეყნდა ახალი სტანდარტების პროექტები. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს კომისიაში წერილობითი კომენტარები აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, ინგლისურ ენაზე. კომენტარები გადაიგზავნება...
კომისია NDI–ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საარჩევნო გარემოს შეფასებას ეხმიანება
კომისიამ მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ურთიერთჩართვის ტარიფი შეამცირა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ურთიერთჩართვის ახალი ტარიფები დაადგინა.
კომისიამ 8 ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო 7 ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის (საქალაქო) სასამართლოს გადაუგზავნა.