წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
აგვისტო
23, 2022
17:24

ComCom-მა პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ გააფრთხილა, „მთავარი...

აგვისტო 23, 2022 17:24

კომუნიკაციების კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონდარღვევით განთავსების გამო „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა, „მთავარი არხი“ კი მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ით დააჯარიმა. საქმე ეხება 23 და 24 ივნისს მაუწყებლების ეთერით გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომლის განთავსების უფლებაც ტელევიზიებს კანონმდებლობით არ ჰქონდათ. აღნიშნულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას საჩივრით პოლიტიკურმა გაერთიანება...

აგვისტო
22, 2022
14:43

ComCom-მა ოზურგეთში ბიბლიოთეკების თანამშრომლები ციფრული სერვისების გამოყენებაში გადაამზადა

აგვისტო 22, 2022 14:43

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, ინტერნეტის პოპულარიზაციის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 19 სასოფლო ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის ოზურგეთის ტექნოპარკში ტრენინგი ჩატარდა. ასკანის, ბახვის, შემოქმედის, დვაბზუს, ვაკიჯვრის, მთისპირის, ძიმითის, ლიხაურის, გურიანთის, მერიის, თხინვალის, სილაურის, ნატანების, შრომის, ურეკის, ნარუჯის, ლაითურის, ნაღობილევისა და ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები Log-in Georgia-ს პროექტის...

აგვისტო
16, 2022
12:16

„ფორმულას“, „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ განცხადება დაუსაბუთებელია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას...

აგვისტო 16, 2022 12:16

ტელეკომპანია „ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ განცხადება კომუნიკაციების კომისიის მიერ „ქართული ოცნების“ საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია, შესაბამისად, არგუმენტს მოკლებულია, რომ კომისიის გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. საქმე ეხება სამაუწყებლო რეკლამის კანონიერების...

აგვისტო
09, 2022
10:53

2022 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიებისა და რადიოების სარეკლამო შემოსავალი 19 მილიონი ლარი იყო

აგვისტო 09, 2022 10:53

2022 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.1 მილიონი ლარით, 17.5%-ით ნაკლებია. სარეკლამო შემოსავლების კლება აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამის შესახებ ახალი რეგულაციითაა გამოწვეული, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევიდა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ....

აგვისტო
04, 2022
10:55

მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეშვიდედ წარმატებით ჩატარდა

აგვისტო 04, 2022 10:55

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეშვიდედ ჩაატარა და საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა.  ჟიურიმ 100-მდე ნამუშევარი შეაფასა და 3 გამარჯვებული გამოავლინა, რომლებსაც კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცათ. მედიაწიგნიერების კონკურსი მეოთხე წელია ტარდება და აქტუალობას არ კარგავს, კონკურსის მიზანი  მოზარდებში კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებაა. კონკურსი  წესების თანახმად,...

ივლისი
28, 2022
15:39

ComCom-მა „მაგთიკომის„ მოთხოვნის საფუძველზე „მაგთიფიქსის“ ლიცენზია გაუუქმა

ივლისი 28, 2022 15:39

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე „მაგთიფიქსის“ ლიცენზია გაუუქმა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დღეის მდგომარეობით  „მაგთიფიქსს“ არცერთი აქტიური აბონენტი აღარ ჰყავს. „მაგთიკომს“, 2021 წლის მარტის მდგომარეობით, CDMA ტექნოლოგიაზე 8969 აქტიური აბონენტი უფიქსირდებოდა. კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად 8534 აბონენტს კვლავ ჰქონდა “მაგთიკომთან” ხელშეკრულება,...

ივლისი
26, 2022
11:12

ComCom-სა და “SpaceX”-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ივლისი 26, 2022 11:12

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებსა და კომპანია “SpaceX”-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურ მენეჯერს ბენ მაკ უილიამსს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მას შემდეგ, რაც ილონ მასკის დაარსებული კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა,  კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში კვლავ ჩამოვიდა და კომისიის წევრ ეკატერინე იმედაძეს და კომისიის წარმომადგენლებს კომპანიის მიმდინარე...

ივლისი
14, 2022
15:08

კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა

ივლისი 14, 2022 15:08

დღეს ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა. კომპანიამ ავტორიზაციის მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიას 2022 წლის 8 ივლისს მიმართა. Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას...

ივლისი
13, 2022
15:26

მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში - ComCom UNICEF-თან და განათლების სამინისტროსთან ერთად...

ივლისი 13, 2022 15:26

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის ხელშეწყობის პროცესი დაიწყო. პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სკოლებში განხორციელდება მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა და შეფასება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან მჭიდრო...

ივლისი
05, 2022
15:31

ComCom-მა და ქონების ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის მოსახლეობას ელექტრონული აუქციონის პლატფორმის გამოყენება...

ივლისი 05, 2022 15:31

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებითა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, Log-in Georgia-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრენინგი ჩატარდა. პროექტის სამიზნე სოფლების 50-მდე მონაწილე ელექტრონული აუქციონის - eAuction.ge პლატფორმის გამოყენების წესებს გაეცნო, მათ შორის რა შესაძლებლობები აქვს პორტალს, როგორ დარეგისტრირდნენ და იყიდონ ან გაყიდონ ქონება. ტრენინგს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულები, მცირე მეწარმეები,...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები