ComCom-მა „რუსთავი 2“ ბავშვებისთვის შეუფერებელი სერიალის კანონდარღვევით გავრცელებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ „მედია ჰოლდინგი“ (სამაუწყებლო არხი „რუსთავი 2“) „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო 2500 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის შეუსაბამო დროს და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება გახდა. კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს ასევე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დაცვა და სერიალი „ფარული ვნების“ ეთერში კანონის მოთხოვნების...
მედიააკადემიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებისთვის, პროდიუსერებისთვის და ტელეწამყვანებისთვის სემინარი ჩაატარა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე მიაწოდა ინფორმაცია. მედიის წარმომადგენლები ასევე ეროვნული ბანკის ფუნქციებს, სატრუქტურასა და ამოცანებს გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ინფლაცია, ვალუტის კურსი, საპროცენტო...
ComCom-მა კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სტუდენტებისთვის გამოაცხადა
კომუნიკაციების კომისიამ და მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის უკვე მესამედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს 29 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა. წესების თანახმად, კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ...
ComCom-მა ევროკავშირის მხარდაჭერით EaPeReg-ის წევრ ქვეყნებს უმასპინძლა
კომუნიკაციების კომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმის (EaPeReg) მარეგულირებლების დამოუკიდებლობისა და ფართოზოლოვანი მომსახურების ექსპერტთა ჯგუფის (IRB EWG) წევრებს უმასპინძლა. ღონისძიება, რომელსაც რუმინეთის, ლატვიის, ლიეტუვას, ჩეხეთის, ირლანდიის, იტალიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის მარეგულირებელი ორგანოების, ასევე ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ევროპული ორგანოს (BEREC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ,...
მედიასკოლამ ჟურნალისტებს უსაფრთხოების კურსი ჩაუტარა
„უსაფრთხოების კურსი ჟურნალისტებისთვის“ - კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლამ მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ჟურნალისტები მიტინგებისა და დემონსტრაციების უსაფრთხოდ გაშუქების მიმართულებით გადამზადდნენ. სასწავლო სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, როგორ მიაწოდონ საზოგადოებას სრულფასოვანი ინფორმაცია დემონსტრაციებისა და სამხედრო კონფლიქტების გაშუქებისას ისე, რომ მათ ჯანმრთელობას ზიანი არ...
ComCom-მა UNICEF-ისა და USAID-ის მედიაწიგნიერების ერთობლივ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
კომუნიკაციების კომისიამ გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების განვითარებასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა. კონფერენციაზე USAID-ის ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტები განიხილეს და შეაჯამეს. კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ UNICEF-ისა და კომისიის ერთობლივი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც კომისია, საქართველოს...
ეკატერინე იმედაძე: „ქვეყნის ციფრული პოტენციალისა და რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნების შექმნაში...
კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტზე სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოში ციფრული შესაძლებლობების განვითარების უპირატესობასა და ციფრული ჰაბის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა ყურადღება. სამიტის ფარგლებში, ციფრული შესაძლებლობების განვითარებასა და რეალიზების გზებს ვრცელი პანელი მიეძღვნა, რომელსაც სწორედ კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე გაუძღვა. სესიაში მონაწილეობა მოწვეულმა ექსპერტებმა და ადგილობრივმა ოპერატორებმა მიიღეს. „მოხარული...
ComCom-ის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ ციფრული კავშირის საერთაშორისო სამიტზე საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის...
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან შარლზ კორმიერთან ერთად „ციფრული კავშირის საერთაშორისო სამიტი - საქართველო 2022 - რეგიონთაშორისი კავშირისა და ციფრული სერვისების დერეფნების განვითარება“ გახსნა. სამიტის მიზანი ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ციფრული კავშირის დერეფნის შექმნის პოტენციალისა და ქვეყნებს შორის საერთაშორისო ციფრული კავშირის შექმნის შესაძლებლობების...
ComCom-ის და EU-ს დეზინფორმაციასთან გამკლავების პროექტი TPDC-ს გადაეცა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების პროექტი „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ შემდგომი განხორციელებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს გადასცა. შეთანხმებას ხელი კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მოაწერეს. პროექტის მიზანი დეზინფორმაციით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული...
ინტერნეტ სივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია
კომუნიკაციების კომისია ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, წლებია დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან ერთად ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლებისთვის აქტიურად მუშაობს. კერძოდ, ვებგვერდებთან, რომლებიც პირატულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციას ავრცელებენ, კომისია ორ წელზე მეტია ინტენსიურად მუშაობს. კომუნიკაციების კომისიამ ვებგვერდების წარმომადგენლებს თითქმის ორწლიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან...